logo_geo
დარეჯან ლიპარტელიანი: არადა, რამდენი ადამიანის ცხოვრება აქციეთ ჯოჯოხეთად...
- +

17 იანვარი. 2017. 01:15



ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში გიგი უგულავასთან და მის ყოფილ მეუღლესთან ლელა კილაძესთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს.


„სანამ გიგი უგულავას ცოლი,- ლელა კილაძე გუკას მისთხოვდებოდა, მანამდე მათი ურთიერთობის შესახებ, საინფორმაციო სააგენტო „ექსკლუზივ ნიუსზე" გავავრცელე ინფორმაცია და იქვე გამოვთქვი ვარაუდი, რომ შესაძლოა, გიგი უგულავას ცოლი, უახლოეს პერიოდში გაუთხოვდეს და მისი, ეს საქციელი პატიმარი ქმრისთვის, მეხის გავარდნის ტოლფასი იქნებათქო.... მაშინ ამის გამო, მთელი ნაცბანდა, ელისო კილაძისა და ნანუკა ჟორჟოლიანის ხელმძღვანელობით, მეცნენ, გამლანძღეს, დამიპირისპირდნენ და სულ დეზინფორმატორი, ცილისმწამებელი მეძახეს, რას ჰქვია ეს დაწერე, გიგიზე გიჟდება თავის ცოლიო... იმ გადატყლარჭულმა ქალმა კი, ლელა კილაძემ, ადრე გიგის ცოლი რომ იყო, კიდევ უფრო ადრე სხვისი და ახლა, გუკა რჩეულიშვილის ცოლი რომ ჰქვია, იმ დროისთვის, დაგეგმა ციხის კედლებთან მისვლა... ერთ-ერთ შებინდებულ საღამოს მივიდა და ლამის სერენადები უმღერა თავის პატიმარ ქმარს გიგის. ეს მაშინ რუსთავი 2-მა გაასიუჟეტა... მაშინ ხალხში ითქვა ისიც, რომ მას ამ სპექტაკლისა თუ მასკარადის დადგმაში  ჟორჟოლიანი დაეხმარაო, ღადაობდა მაშინ მთელი თბილისი. ელისო კილაძე კი წერდა, რომ სუსმა დაუკვეთა ამ სიცრუის გავრცელება ლიპარტელიანსო, ის ბოროტია და მოსიყვარულე ცოლ-ქმარი უნდა რომ დააშოროსო...მოკლედ, მაშინ, მე ლამის, ანათემას გადამცეს ამ ინფორმაციისთვის... ხოდა, ამასობაში ჩვენი გიგის ცოლი, - ლელა კილაძე, მართლაც მისთხოვდა გუკა რჩეულიშვილს და ამის შესახებ ინფორმაცია, ერთ დღესაც გიგი უგულავამ თავადვე დაადასტურა პატიმრობაში ყოფნის დროს!.... აბა ახლა მითხარით, ნანუკა, და ელოია, მე ვარ მატყუარა, თუ თქვენ მალავთ თანამოაზრეების ბოზობას?... ახლა კი  ყოფილ პატიმარი გიგი უგულავა ისე ლაპარაკობს უკვე, მას შემდეგ, რაც ციხიდან გამოვიდა, რომ გეგონება სამშობლოს გადარჩენისთვის მტრებს ჰყავდათ დაკავებული, ჩვენ თითქოს დიდის წვალებით გამოვიხსენით, პომპეზურად გავათავისუფლეთ, სამებაში წარვადგინეთ საშობაო წირვაზე და მარად მაცხონე პარტიის ბედიღბალიც მას მივანდეთ, გადასარჩენად!... მას შემდეგ კი, ეს გავარვარებული გიგი, ქადაგად იქცა და უკვე სტოპი არა აქვს, ვერავინ ვერ აჩერებს. ის, ვერც თქვენმა ღალატმა ვერ გააჩერა, ხომ ხედავთ?არადა, სიცრუე, ორპირობა და ღალატი ხომ თქვენი ცხოვრების წესია... ეს ერთი ფაქტია, რაც აქ დავწერე, ყველაზე „ლაითი" და დანარჩენი, ზედიზედ იქნება, თანაც ფაქტებით... რა მოიტყუეთ და რამდენი ადამიანის ცხოვრება აქციეთ თქვენ ჯოჯოხეთად, თქვე ეშმაკის კერძებო და ჯოჯოხეთის მაშხალებო! ყველა დანაშაულზე, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგოთ პასუხი!", - წერს ლიპარტელიანი. 


 

big_banner
არქივი