logo_geo
კახა მიქაია: წარმატებით დასრულდა მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ ჯართად ქცევის პროცესი!
- +

17 იანვარი. 2017. 01:56



ორგანიზაცია „დაიცავი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის კახა მიქაია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„დიახ, წარმატებით დასრულდა მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ ჯართად ქცევის პროცესი, სადაც ბოკერია-უგულავა-ბაქრაძის ,,ტროიკამ" მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

 

მიშასგან ,,განთავისუფლებულმა გამოყოფილებმა" ახლო მომავალში, ბიძინა ივანიშვილის წყალობით, შესაძლებელია, ,,ღირსეული" ადგილი დაიკავონ ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე და მთავარ ოპოზიციურ ძალად სახეცვლილ პოზაში მოგვევლინონ.

იმედია, ,,საჭიროების შემთხვევაში," ბიძინა ივანიშვილი არ დაიწყებს ჯართად ქცეული სააკაშვილის გადამუშავებას და ისევ არ დააყენებს საზოგადოებას ,,არჩევანის" წინაშე.

 

P.S. ერთმა ჩემმა ფეისბუქფრენდმა, გაზპრომთან გაფორმებულ შეთანხმებას ხელისუფლების მიერ საკუთარ ხალხთან კუკუ- დამალობანას თამაში უწოდა, სადაც ჩანს, რომ დამალობანა დასრულდა და ჩვენ შეგვრჩა...

მიუხედავად ამისა, კალაძე ისევ ,,ფორმაშია" და ხელისუფლება ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას კონსტრუქციულ დიალოგს სთავაზობს.

 

ამ საღამოს ნამდვილი ახალი წელი შემოდის საქართველოში, მინდა პირველ რიგში ,,ნამდვილებს" მოგილოცოთ ახალი წლის დადგომა. გილოცავთ!", - წერს მიქაია.


 

big_banner
არქივი