logo_geo
ხათუნა ხოფერია: 11 წლის შემდეგ ისევ იგივენი და ისევ გარდაცვლილი ლიდერი... დიახ, სააკაშვილის გვამი!
- +

17 იანვარი. 2017. 02:13



საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს:


„პრეზიდენტის პირველი ზარი, ზურას გუნდის წევრთან, მაშინ გაისმა, როცა გუნდის ლიდერი ჯერ ისევ პროზექტურაში იყო...

 

...ასე გრძელდებოდა დაბარება ყველასი ცალ-ცალკე...

 

სააკაშვილის „ზრუნვის" საგანი ჟვანიას გუნდის „გადარჩენის" აუცილებლობა და ამისთვის, პრემიერ-მინისტრად ამ გუნდის წევრის დანიშვნა იყო...

 

გავაგრძელო?.. არა!..

 

ისედაც ყველამ იცის, როგორ დამთავრდა ბრძოლა გადარჩენისთვის...

 

სააკაშვილის ფრთის ქვეშ აღარც გუნდი დარჩა და აღარც საშიშროება წინააღმდეგობის... ჟვანიას გუნდის პოლიტიკური წონა ნულის ტოლი აღმოჩნდა... სამაგიეროდ, წონადი აღმოჩნდა დუმილი....

 

11 წლის შემდეგ ისევ იგივენი და ისევ გარდაცვლილი ლიდერი... დიახ, სააკაშვილის გვამი, უფრო სწორედ, პოლიტიკური მძორი...

 

...და ისევ ბრძოლა გადარჩენისთვის...

 

...ისევ იგივენი.... არჩევანი ადვილია... მთავარია, გვამს გადააბიჯო და... გადარჩები!!!

 

კანონზომიერება არ ირღვევა! ადამიანები არ იცვლებიან! ყოველთა, რომელთა აღიღონ მახვილი, მახვილითვე წარწყმდებიან!

 

P.S. პარიზი. 1794 წელი.

 

როდესაც ეშაფოტისკენ მიმავალი დანტონი რობესპიერის სახლთან ჩაატარეს, დაუძახია - რობესპიერ გელოდებიო!

 

... მერე გალაკტიონმა დაწერა-

არასდროს ბედი არ ყოფილა ისე ცბიერი,

როს ეშაფოტზე ადიოდა რობესპიერი.

...ჩვენთან ისევ გრძელდება გვამებზე როკვა?!..." - წერს ხოფერია.


 

big_banner
არქივი