logo_geo
მსახიობ მარინა ჯანაშიას მკურნალობა ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა
- +

17 იანვარი. 2017. 13:49




მსახიობ მარინა ჯანაშიას უცხოეთში ოპერაცია ჩაუტარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს და საზღვარგარეთ მკურნალობა ამიტომაც დასჭირდა. მსახიობის ავადმყოფობის გამო, რუსთაველის თეატრში რამდენიმე სპექტაკლი გადაიდო.


აღნიშნულთან დაკავშირებით რეჟისორი ქეთი დოლიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, საიდანაც ირკვევა, რომ მარინა ჯანაშიას მკურნალობა საქართველოს ქს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა.

 

„უღრმესი მადლობა ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს" მარინა ჯანაშიასადმი ასეთი ყურადღებისთვის. მარინა თბილისშია და ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება! გაიხარეთ!"- წერს ქეთი დოლიძე.

 



 

big_banner
არქივი