logo_geo
ინგა გრიგოლია გია ჯაჯანიძეზე: ჯადოქარია ეს კაცი
- +

17 იანვარი. 2017. 14:01


 

 

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში გია ჯაჯანიძის შესახებ წერს და აქვე ერთ ისტორიას იხსენებს:


„დიდი ხანი არ მყავდა ნანახი, ამ საღამოს შევხვდი და უცებ გამახსენდა ისტორია,რომელსაც ეხლა მოგიყვებით და რომელიც ერთი შეხედვით, მისივე შოუს ისტორიებს მოგაგონებთ. მოკლედ, როცა ჟურნალისტიკაში ფეხი ახალი შედგმული მქონდა და კარიერას იმ პერიოდში ვიწყებდი, გავიცანი გია ჯაჯანიძე. ახალი გაცნობილი მყავდა, როცა ერთხელ ტელევიზიის მეოთხე სართულზე გვერდით გამიხმო და მითხრა, შენთვის საჩუქარი მაქვს, მინდა ეს საჩუქარი დიდხანს ატაროო და მაჩუქა საფულე ერთი ცალი ერთ დოლარიანით. დაიმახსოვრე ეს დღეო. ძალიან მალე იმ დღიდან დაიწყო ყველაზე მაგარი კონტრაქტები და შემოთავაზებები ჩემს ცხოვრებაში. რაღაც ჯადოსნური ნივთივით მექცა ჯაჯანიძის ეს საფულე და დაახლოებით ათი წელი ვატარე, მერე ძაან რომ შეილახა, გადავაგდე.

 

დამთხვევა იყო თუ ამ მაგარი კაცის სურვილი, არ ვიცი, მაგრამ ფინანსურად ყველაზე სერიოზული პერიოდი დაიწყო სწორედ იმ დღეებიდან, როცა ეს საფულე ჩანთაში ჩავიდე... მოკლედ, ჯადოქარია ეს კაცი. ხოდა რატომ დავწერე ეს ამბავი, მთელი საღამო ამ ისტორიას ვიხსენებდი იმ იმედით, კიდევ მაჩუქებსთქო, მაგრამ რატომღაც აღარ დამპირდა. ეგებ ამ პოსტს რომ წაიკითხავს, ისევ მოუნდეს ერთ დოლარიანით დამშვენებული ახალი საფულის ჩუქება. ამ იმედით გემშვიდობებით", - წერს ინგა გრიგოლია.




 

big_banner
არქივი