logo_geo
გია გაბრიჭიძე: ის სიხარბე და „სინაგლე“, რაც „ქართულ ბიზნესს“ აქვს, მეტისმეტია!
- +

17 იანვარი. 2017. 21:00


 


ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„ლესელიძეზე შევედი ერთ-ერთ მარკეტში სიგარეტის საყიდლად. გამყიდველმა კენტი 3.80-იო, მაშინ როცა ყველგან 3.60-ია. 20 თეთრი არაფერია, მაგრამ აი, ის სიხარბე და „სინაგლე", რაც „ქართულ ბიზნესს" აქვს, მეტისმეტია.

 

ახლა არ მითხრათ, ის ერთი მაღაზია იქნებოდა ეგეთიო, ან რა ქნან, როცა ყველაფერი გაძვირდაო დ.ა.შ.

1. „ქართული ბიზნესის" ხარბი სული ყველა საკურორტო სეზონზე ჩანს

 

2. ბანკებზე და მევახშეებზე აღარაფერს ვამბობ და ა.შ.

 

არ ვიცი ეს ვინ უნდა დაარეგულიროს. ალბათ დისტრიბუტორმა, მაგრამ მათაც ფეხებზე ჰკიდიათ იმიტომ, რომ არცერთი დისტრიბუტორი თავის სამსახურს მუდმივად არ თვლის და უკეთესის მოლოდინშია. ეს მაგალითი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქართულ ეკონომიკას არაფერი ეშველება, სანამ სტაბილური დასაქმება და ბიზნესსა და მომხმარებელს შორის დამოკიდებულება არ შეიცვლება.

 

სიგარეტი იქვე 5 მეტრში, პატარა ჯიხურში ვიყიდე და 3.60 გადავიხადე", - წერს გაბრიჭიძე.


 

big_banner
არქივი