logo_geo
ქეთი დოლიძე: რა გჭირთ, რა! საიდან მოდიხართ?!
- +

19 იანვარი. 2017. 12:27


 

 

 

რეჟისორი ქეთი დოლიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:  


 

„ვიღაც, მართლაც ვიღაც თეატრმცოდნემ (სახელი და გვარი არ მახსოვს), იმიტომ, რომ არც ვიცნობ და არც გამიგია, ქილიკი დაიწყო, რომ მე, თურმე, ყოველი სპექტაკლის წინ გამოვდიოდი (ფესტივალის დროს) და „ფამილარულად" მივმართავდი მაყურებელს და ვთხოვდი, მობილურების გამორთვას! მერე კი, მაყურებელი, ფოიეში გამობრძანებული, ჩემზე ქილიკობდა!

 

ახლა კარგად მისმინეთ, დაბოღმილო ქალატონო! არცერთ ქვეყანაში არ იქცევა ისე უზრდელად მაყრებელი, როგორც საქართველოში. წარმოუდგენელია ასეთი უკიდეგანო უზრდელობა!

 

მობილურები როცა არ არსებობდა, ხომ ვუძღვნიდით ჩვენს დროს სპექტაკლს? რა გჭირთ, რა! საიდან მოდიხართ?

 

ერთ-ერთ ფესტივალზე, მაკოვეცკი თამაშობდა სპექტაკლში „შავი ბერი". დარბაზში ვიღაცის ტელეფონმა დარეკა.

 

მაკოვეცკი დადუმდა, შეწყვიტა თამაში და პირდაპირ შეხედა ტელეფონის მფლობელს!

 

ყველამ დაინახა, ვინც იყო ეს მაყურებელი.

აი ის პატივცემული აღარასდროს არ ჩართავს ტელეფონს თეატრში!" - წერს ქეთი დოლიძე.






 

big_banner
არქივი