logo_geo
თამარ ჩერგოლეიშვილი: ბოლოს მიშა იქნება მიშაზე ძლიერი...
- +

20 იანვარი. 2017. 14:27


 

„ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ენმ-ის 100-კაციანი პოლიტსაბჭო და ორი თავმჯდომარე.

 

ორი იმიტომ, რომ შემთხვევით, ერთი არ გაძლიერდეს - ერთმანეთს ეომონ, 100-კაციანი პოლიტსაბჭო (150-კაციანი პარლამენტი აქვს ქვეყანას), რომ რაც შეიძლება დიდი ბალაგანი იყოს, ერთმანეთი დაჭამონ.

 

ყველა უნდა იყოს სუსტი. რაც მეტად დასუსტდება მიშა, მით მეტად უნდა დასუსტდნენ მიშას მოწმეები, რომ მიშამ შეინარჩუნოს ილუზია, რომ ისაა ყველაზე ძლიერი, რომ ყველას სჯეროდეს რომ ისაა „სუპერმენი".

 

ბოლოს მიშა იქნება მიშაზე ძლიერი", - წერს ჩერგოლეიშვილი.




 

big_banner
არქივი