logo_geo
პაატა ქურდაძე: იმედი მაქვს ამ კვლევის შედეგებს მაინც ენდობიან...
- +

20 იანვარი. 2017. 19:46


 

მწერალი პაატა ქურდაძე სოციალურ ქსელში კანაბისის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს. როგორც ქურდაძე წერს, კვლევა არის ამერიკის სამეცნიერო, საინჟინრო და სამედიცინო აკადემიების მიერ 10 700 კვლევაზე დაფუძნებული. 440 გვერდიან ნაშრომში სრულყოფილადაა გადმოცემული ჯანმრთელობაზე კანაბისის და მისი სახეობების მოქმედების შესახებ, როგორც პოზიტიური ასევე ნეგატიური შედეგები.


„გერმანიამ სამედიცინო კანაბისის ლეგალიზაცია მოახდინა - ეს არ ნიშნავს რომ აფთიაქები თამბაქოში გასახვევ მარიხუანას გაყიდიან. რამდენიმე ავადმყოფობის სამკურნალოდ მედიკამენტის სახით რეცეპტით გაიცემა მხოლოდ სხვადასხვა სახით. მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით, არის ტექსტი, რომელიც დღეს ფიგარომ გამოაქვეყნა და რომლის შესახებ სიტყვა არ დაუძრავს კანაბისის ლეგალიზების მთავარ ქართველ პარტიზანს: ეს არის ამერიკის სამეცნიერო, საინჟინრო და სამედიცინო აკადემიების მიერ 10 700 კვლევაზე დაფუძნებული. 440 გვერდიანი სრულყოფილი კვლევა კანაბისის და მისი სხახეობების მოქმედების შესახენ ჯანმრთელობაზე (როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური).

 

როგორც ჩანს კანაბისი ეფექტურია უძილობის, ქრონიკული ტკივილების, ზოგიერთი ნეიროლოგიური დაავადების, კიდურების სკლეროზის გამო სავარძელს მიჯაჭვული ადამიანებისთვის.

 

ძნელი დასადგენია შველის თუ არა კიბოსა და კიბოთი გამოწვეულ ანორექსიას... მოკლედ სასარგებლო თვისებებში რაღაც სასწაულმოქმედი არაფერი წერია. თავად შეგიძილიათ წაიკითხოთ.

 

სამაგიეროდ უფრო გრძელი სიაა იმის რასაც ვნებს : პირველ რიგში საჭესთან - ზრდის ავარიის რისკს... კიბო, კარდიო დაავადებები, სასუნთქი ორგანოების დაავადებები, იმუნური დაავადებები, ორსულობის დროს კანაბისის მოხმარებელ ქალებს უჩნდებათ ბევრად პატარა ნაყოფი სხვადახვა პრობლემებით, სტატისტიკურად დადგენილია რომ კანაბისის ძალიან ხშირი მოხმარება იწვევს შიზოფრენიას და სხვა ფსიქოზებს... მოკლედ არ შეგაწყენთ თავს - აი აქ ყველაფერი წერია ინგლისურად. იმედი მაქვს ამ კვლევის შედეგებს მაინც ენდობიან და დებატები საქართველოში კანაბისის ლეგალიზაციის შესახებ ინფანტილურობიდან გამოვა და ოდესმე შედარებით სერიოზულ სახეს მიიღებს. დალაგდება ერთ მხარეს კანაბისის პოზიტიური, მეორეზე ნეგატიური მხარეები... რადგან ის დისკუსია რომლის მოწმენიც დღეს ვართ, მე პირადად ძალიან არასერიოზული მგონია.

 

თუმცა ერთმნიშვნელოვანია, თუ სახელმწიფო არ გახდა ტოლერანტული კანაბისის მმხმარებლის მიმართ ეს დისკუსია ვერ შედგება.

 

როგორც იქნა მიხვდა სახელმწიფო, რომ მარიხუანას მოწევის გამო ადამიანი ციხეში არ უნდა ჩასვა... იმედი მაქვს იმასაც მიხვდება რომ ის არ უნდა დააჯარიმო, რადგან ამ ჯარიმას არანაირი ლოგიკა არ გააჩნია - მით უმეტეს არ შეიზლება ადამიანს პირველ ჯერზე აჯარიმებდე მოსახლეობის უმეტესობის საშუალო თვიური შემოსავლის ექვივალენტი თანხით - 500 ლარით, რეციდივის შემთხვევაში კი ლამის პარლამენტარის ხელფასის ეკვივალენტით, რომელსაც დაჯარიმებული ვერასდროს გადაიხდის და სავარაუდოდ ათასი არაკანონიერი ქმედებისკენ უბიძგებს... დილერობისკენ, პროსტიტუციისკენ, თაღლითობისკენ , ქურდობისკენ...

 

აი ამერიკის აკადემიების ტექსტის რეზუმე, რომლის ფრანგული ვერსია დღეს ფიგარომ გამოაქვეყნა. როგორც ვიცი ამერიკელების მაინც ჯერათ ქართველ კანაბის-პარტიზნებს და მათ მოწინააღმდეგეებს", - წერს ქურდაძე.

 

http://www8.nationalacademies.org/onpinews/newsitem.aspx?RecordID=24625&_ga=1.226910365.1004611146.1476197065


 

big_banner
არქივი