logo_geo
დემურ გიორხელიძე: რა „გაზპრომის“ გავლენა?!. რა უაზრო კაკანია ატეხილი!
- +

20 იანვარი. 2017. 22:47



ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე „გაზპრომთან" დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„რა უაზრო კაკანია ატეხილი სომხეთში გატარებული ბუნებრივი აირის საფასურის თაობაზე! არსებობს მსოფლიო პრაქტიკა ათასი კუბ.მ ბუნებრივი აირის 1 კმ-ზე გატარების ფასის თაობაზე... ცხადია, სომხეთში გატარებული აირის საფასურად ათი% ბუნებრივი აირის მიღება უფრო ხელსაყრელი იყო ჩვენთვის, რადგან ბუნებრივ აირს მაინც ვყიდულობთ და თანაც, ბუნებრივი აირის ფასი ცვალებადია: მისი ფასის გამოთვლის ფორმულაში ნავთობის ფასიც შედის... მაგრამ მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ მესამე ენერგეტიკული ქარტიიდან გამოიყვანა "ჩრდილოეთის ნაკადი" და ამით ყველა შეზღუდვა მოიხსნა მასზე, იგი მაქსიმალური დატვირთვით ამუშავდა... უკრაინის, როგორც ტრანზიტი ქვეყნის პერსპექტივას წერტილი ესმება - არასანდო სიტუაციები არ აწყობს ევროპას...

 

ბუნებრივი აირი ევროპაში უფრო ძვირად იყიდება, ამიტომაც აღარ გიტოვებენ ბუნებრივ აირს საფასურში! ბუნებრივი აირის სომხეთისთვის მიწოდების სანაცვლოდ საფასურის გადახდა ფულში, თუ ჩვენი მხრივ რაიმე შეცდომა ფასში არაა დაშვებული, ეკონომიკური თვალსაზრისით სწორიც არის, თუმცა, ჩვენ რუსებისგან უფრო მეტი სარგებელი გვინდა, მაგრამ ასე არ გამოდის - სიტუაციები იცვლება!

 

სად არის აქ საქართველოს სტრატეგიული ინტერესების შელახვა? სად არის აქ საქართველო ენერგოდამოუკიდებლობისათვის საფრთხეები? რა იდიოტური შეფასებებია, რა ფრაზეოლოგიაა! ხელშეკრულება ეხება მხოლოდ სომხეთში გატარებული აირის ღირებულებას, - სხვას არაფერს! რა „გაზპრომის" დიქტატი, რა „გაზპრომის" გავლენა!!!

 

p.s. გაქვს რამე? - გაყიდე! გინდა რამე? - იყიდე. სხვაზე ჭკვიანი ხარ, იდიოტურად წაიყვანო საქმე და სხვის მოწველაზე ფიქრობდე? სად ეძებ მუქთ სარგებელს, საიდანაც არ უნდა ელოდე?",- წერს გიორხელიძე. 


 

big_banner
არქივი