logo_geo
გიორგი გიგაური: ღია წერილი დავით თარხან-მოურავსა და ირმა ინაშვილს!
- +

23 იანვარი. 2017. 00:15


 

 

„ამ ერთი თვის წინათ, მას შემდეგ, რაც სააკაშვილის ნასყიდმა აგიტატორმა და ხალხში „მიშას ბიოცისტერნად" წოდებულმა ჭურნალისტმა - ელისო კილაძემ სულ „აუშვა აფრები" და „ობიექტივის" ღია ეთერში უკვე ნაცზონდერების მიწვევა დაიწყო, ამ ტელევიზიის მესვეურებს, კოლეგიალურად, ყველანაირი ეთიკური ნორმების დაცვით, საჯაროდ მოვუწოდე, ამ სირცხვილისაგან გათავისუფლდით-მეთქი!", - მის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გიორგი გიგაური წერს. გიგაური კიდევ ერთხელ მიმართავს „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებს ირმა ინაშვილს და დავით თარხან-მოურავს.

 

 

„ღია წერილი დავით თარხან-მოურავსა და ირმა ინაშვილს!

 

დაასრულეთ სააკაშვილის დაქირავებულ ზონდერთან კოჰაბიტაცია!

 

ამ ერთი თვის წინათ, მას შემდეგ, რაც სააკაშვილის ნასყიდმა აგიტატორმა და ხალხში „მიშას ბიოცისტერნად" წოდებულმა ჭურნალისტმა - ელისო კილაძემ სულ „აუშვა აფრები" და „ობიექტივის" ღია ეთერში უკვე ნაცზონდერების მიწვევა დაიწყო, ამ ტელევიზიის მესვეურებს, კოლეგიალურად, ყველანაირი ეთიკური ნორმების დაცვით, საჯაროდ მოვუწოდე, ამ სირცხვილისაგან გათავისუფლდით-მეთქი!

 

თუმცა, ეს მიშასელისო კვლავაც „ობიექტივის" პირდაპირ ეთერში დევს და იქაც სააკაშვილის ბინძურ საქმეს აკეთებს...

 

ჰოდა, ამჯერად, უკვე, პირდაპირ მივმართავ „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებს - დავით თარხან-მოურავსა და ირმა ინაშვილს!

 

პატარა ბავშვი არავინ არის და ყველამ კარგად იცის, რომ „ობიექტივი" თქვენი ტელევიზიაა!

 

ჰოდა, მინდა გკითხოთ, რას აკეთებს თქვენს ტელევიზიაში წამყვანად სააკაშვილის მგზნებარე ფასიანი აგენტი - გველისო კილაძე?!

 

რატომ არ იგრძენით მცირედი უხერხულობაც კი იმის გამო, რომ ამ არსებამ თქვენი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში დასვა „ასავალ-დასავალის" ჟურნალისტის - ზაზა დავითაიას ფიზიკური შეურაცხყოფისთვის გასამართლებული სააკაშვილის მედალიანი ზონდერი ვინმე კემულარია?!

 

როგორ დავიჯერო, რომ ამ მიშასელისომ ისეთი რამ იცის თქვენზე, რომ გეშინიათ მისი თქვენი ტელევიზიიდან გაპანღურება?!

 

„არგუმენტი", თითქოს, „ობიექტივი" საზოგადოებრივი მაუწყებლის მოდელით მუშაობს და ყველას უთმობს ეთერს, არ მიიღება, რადგან:

 

ჯერ ერთი, ელისო კილაძე იმ ნაცჯალათების კუდია, ვისაც, თქვენივე მტკიცებით, დაუნდობლად ებრძვით;

 

მეორეც, ეს გველისო ვერანაირად ვერ მიიჩნევა ჟურნალისტად, რადგან მიშას თვითგაშიფრული ზონდერ-ჭურნალისტია!

 

დაუთმოთ ელისო კილაძეს „ობიექტივი" ღია ეთერი, იგივეა, წამყვანობა შესთავაზოთ სააკაშვილს, ბოკერიას, მეგის ქარდავას... ან მთლად, ის ყავარჯნიანი მამათმავალი გაიხადოთ სპეცკორესპონდენტად, სამეგრელოს ბუნკერში, ნაცჯალათების ბრძანებით, კაცებს რომ აუპატიურებდა, 30 ლარად!

 

მოკლედ, თუ მომავალ ორშაბათს, „სააკაშვილის ბიოცისტერნა" კვალავაც ისარგებლებს თქვენი ტელევიზიის პირდაპირი ეთერით და კვლავაც თქვენი ტელევიზიის „სახედ" დარჩება, უფლებას ვიტოვებ სათანადო დასკვნები გავაკეთო და შესაბამისადაც ვიმოქმედო!

 

ერთი ხელით კოჰაბიტაციას ებრძოდე და მეორეთი მგზნებარედ-კოჰაბიტაციურად ეხვეოდე სააკაშვილის თვითგაშიფრულ ფასიან აგენტს, რბილად რომ ვთქვათ, იმ ხალხის შეურაცხყოფაა, დღემდე თქვენი რომ სჯერა!

 

არადა, ღმერთმანი, ნამდვილად, არ მინდა, ხალხისთვის საყვარელი „ობიექტივი" იმავე ხალხმა „ბიოცისტერნა-ტივიდ" მონათლოს, „პატრიოტთა ალიანსი" კი - „მიშას ბიოცისტერნის" მეგობართა სექტად"!

 

ფოტოზე: მიშასელისოს გუშინდელი facebook-პოსტი, რომელშიც დაუფარავად აღიარებს, სააკაშვილის მხარე ვარო!", -წერს გიგაური.

 

 

 

 

 

 


 

big_banner
არქივი