logo_geo
ირმა ინაშვილი: არც მე და არც თარხან-მოურავი კეზერაშვილს პირადად არ ვიცნობთ!
- +

23 იანვარი. 2017. 03:02



„ვიღაცა ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოსდა შევხვდი კეზერაშვილს. დღეს რამდენიმე ადამიანმა სოციალურ ქსელშიც მომწერა", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„გპასუხობთ: არც მე და არც თარხან- მოურავი კეზერაშვილს პირადად არ ვიცნობთ. ცოცხლად არასდროს შევხვედრივართ. მხოლოდ ფოტოსურათი და ვიდეო თუ გვინახავს მისი. არც ის ვიცით, ინგლისშია თუ არა და მეტიც, დიდ ბრიტანეთში 10 წელზე მეტია საერთოდ არ ვყოფილვართ. ვიზაც არა გვაქვს, რისი გადამოწმებაც რთული არაა. ამას რატომ ვწერ, დაინტერესებული პირები მიხვდებიან", - წერს ინაშვილი. 


 

big_banner
არქივი