logo_geo
შალვა ოგბაიძე: მე ვსვამ ჩვენი ონკანის წყალს და მომავალშიც მხოლოდ ამ წყლით მოვიკლავ წყურვილს
- +

31 იანვარი. 2019. 17:47

 

თბილისის საკრებულოს დეპუტატი შალვა ოგბაიძე, თბილისის წყლისა და „GWP“-ს გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს FACEBOOK-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება. როგორც ოგბაიძე წერს, ის სვამს ონკანის წყალს და ყოველთვის ამ წყალით მოიკლავს წყურვილს.

 

„ჩემო ფეისბუქ-მეგობრებო. დღეს ჩემი პირადი მიმოწერის საფოსტო ყუთი გაივსო „მეგობრული“ გაფრთხილებით, რომ ონკანიდან წყალი არ დაილევა თურმე. მინდა გითხრათ, რომ ჩემს ონკანში არაჩვეულებრივი წყალი მოდის და ამიტომ ეს ტყუილ-შეტყობინება („ფეიკ-გაფრთხილება“) აღარ გამომიგზავნოთ. მე ვსვამ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი • Georgian Water and Power“ და მომავალშიც მხოლოდ ამ წყლით მოვიკლავ წყურვილს.

 

თქვენ კი ჩემო ფეისბუ-მეგობრებო, სანამ ამ შეტყობინებას გამომიგზავნით, მანამდე იქნებ დააზუსტოთ, ეს მართალია თუ ტყუილი? - წერს შალვა ოგბაიძე.

 

ონკანის წყალი არ დალიოთ. იაშვილის კლინიკაში მოწამვლის დიაგნოზით ხალხი გადაყავთ, წყალში კანალიზაციამ გაჟონა, - მსგავსი შინაარსის ტექსტები უკვე მრავლადაა სოციალურ ქსელში.

 

„პრაიმტაიმიცნობით, ინფორმაცია - წყლის მოწამვლით ხალხი იაშვილის კლინიკაში გადაჰყავთ, სიმართლეს არ შეესაბამება. 

 

big_banner
არქივი