logo_geo
გია გაბრიჭიძე: ეს ჩემი, შენი, ჩვენი სამშობლოა!!!
- +

27 იანვარი. 2017. 00:54



ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ქვეყანა სადაც ყველა მაღაზიის გამყიდველს ხელოვნებათმცოდნის დიპლომი აქვს და "რწყილი და ჭიანჭველა" არ კომიქსებითაც ნანახი არა აქვს...

 

ქვეყანა სადაც ტელეშოუები უგემოვნობით იხვეჭენ პოპულარობას...

 

ქვეყანა სადაც გუგული მაღრაძე კანონებს ქმნის და აწესებს...

 

ქვეყანა სადაც მოსახლეობის 90% იბრძვის, რომ ღარიბის სტატუსი დაუმტკიცდეს...

 

ქვეყანა სადაც ყველაზე ნიჭიერის გამოვლინება წელიწადში ორჯერ ხდება სხვადასხვა მიმართულებით და ის მართლაც ბრწყინვალე ხალხი, ფინალური შოუს მერე ქრებიან...

 

ქვეყანა სადაც მსოფლიოს უმთავრეს სახელმწიფოებს ეჭიდავებიან და თან მეგობრობას უმტკიცებენ...

 

ქვეყანა სადაც კრიმინალები პარლამენტის უმცირესობაში სხედან და უმრავლესობას ბოდიშებს ახდევინებენ...

 

ქვეყანა სადაც უდიდესი ლიტერატურული წარსული არსებობს და ყველაზე პოპულარულები უნიტაზის ხელოვანები არიან...

 

ქვეყანა სადაც მოსახლეობის შემოსავალი ერთი რესტორნის ხარჯია და ყველაზე სტუმართმოყვარე ხალხად ითვლებიან...

 

ქვეყანა სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის ნაცვლად ფულს აკეთებენ და საერთო გაკიცხვის ნაცვლად, გავლენიანი ფიგურები არიან...

 

ქვეყანა სადაც ხალხი საკუთარ, რეალურ არჩევანს არ აკეთებს და შემდეგ მთავრობაზე წუწუნებს...

 

ქვეყანა სადაც ბელადებს რევოლუციებით ებრძვიან იმის გამო, რომ ახალი ბელადები მოიყვანონ...

 

ქვეყანა სადაც...

 

ეს ჩემი, შენი, ჩვენი სამშობლოა!!!

 

ჩემია და მიყვარს!!!" , - წერს გაბრიჭიძე. 


 

big_banner
არქივი