logo_geo
თეა პერტაია: შეტყობინებიდან 5-6 წუთში მეხანძრეები ადგილზე იყვნენ
- +

30 იანვარი. 2017. 12:35


 


შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა პერტაია სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:


„შეტყობინებიდან 5-6 წუთში მეხანძრეები ადგილზე იყვნენ, მობილიზებული იყო 31 სახანძრო ბრიგადა. ხანძარი ლოკალიზებულია. დაშავებულია 1 მეხანძრე. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები", - წერს თეა პერტაია.


საქმეზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.






 

big_banner
არქივი