logo_geo
გელა ზედელაშვილი: სულ მთავრობას როგორ უნდა ელოდებოდეთ?!
- +

31 იანვარი. 2017. 21:13


 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გუშინ რამდენიმე ტელევიზიით რამდენიმე რეპორტაჟი ვნახე ბათუმიდან. ჟურნალისტები მოგვითხრობდნენ, თუ როგორ გაწმინდა აჭარის მთავრობამ ცენტრალური გზები და არ გაწმინდა შიდა ორღობეები.

 

გააჩერეს რამდენიმე ავტომობილი, სავარძლებზე გადათხლაშული მძღოლები აგრესიულად აცხადებდნენ: კიო, ცენტრალური გზები გაწმინდეს, მაგრამ შიდა გზები „ჰკიდიათო", არაფრის გამკეთებლები არ არიანო!

 

აჩვენეს გულხელდაკრეფილი ხალხი - არიქა, გვიშველეთ, სახლებიდან ვერ გამოვდივართ, მანქანები ისე დაგვეთოვლა, ადგილიდან ვერ ვძრავთო!

 

ერთადერთი, ვინც ხელ-ფეხი გაანძრია, იყვნენ მოჭიდავეები - ისინი დარბოდნენ ნიჩბებით! თქვე კეთილმოთოვლილებო, საკუთარ ჭიშკარს რომ ვერ აღებთ და  გატოკება არ გინდათ, ეს სადაური წესია? რამ დაგაძაბუნათ, რამ გაგაბრიყვათ ასე? აიღეთ ნიჩბები, გაწმინდეთ თქვენი ორღობეები, რა უბედურებაა, სულ მთავრობას როგორ უნდა ელოდებოდეთ?!

 

ფუუუუ... გეგონება სტუმრები არიან, ისე იქცევიან!!!", - წერს ზედელაშვილი. 


 

big_banner
არქივი