logo_geo
დემურ გიორხელიძე: აი, ესაა დემოკრატია!
- +

1 თებერვალი. 2017. 22:17



ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:


„აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები არ მიიღებენ მონაწილეობას CNN-ის გადაცემებში....

 

საუბარია არა ბოიკოტზე, რადგან არავინ ზღუდავს ამ ტელეარხის ჟურნალისტებს აკრედიტაციით და ა.შ., მაგრამ "აზრი არა აქვს იმ ხალხთან თანამშრომლობას, რომლებსაც არაფრის გაგება არ უნდათო"...

 

აი, ესაა დემოკრატია! გიკიდებენ, როცა "შნირი" ხარ და პროვინციული ყეყეჩობა  თავისუფლებაზე და "თავისუფალი პრესის" [მეტიც ცხვირი დაგიმშვენათ!] "უფლებებზე" - დემაგოგიაა!

 

არავის აქვს სხვაზე მეტი უფლებები - ყველა ერთია კანონისა და ზნეობისა და მორალის წინაშე, თუმცა, საქართველოში ჩვენ უკვე კაი ხანია ვიცით, - ზნეობა და მორალი, წესიერება და პასუხისმგებლობა - ეს წარსულის გადმონაშთი და დასაცინი რამეები!", - წერს გიორხელიძე. 


 

big_banner
არქივი