საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე სოციალურ ქსელში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:
„ხვალ დილით, 3 თებერვალს 12 წელიწადი სრულდება ზურას წასვლიდან...", - წერს ოგბაიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია დაიღუპა 2005 წლის 3 თებერვალს გაურკვეველ ვითარებაში. ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დღემდე მიმდინარეობს.