logo_geo
ცოტნე გამსახურდია: შესანიშნავია ვიზა-ლიბერალიზაცია, მაგრამ გვახსოვდეს ისტორიული საფუძვლებიც...
- +

2 თებერვალი. 2017. 21:04


 


საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„შესანიშნავია ვიზა-ლიბერალიზაცია, ევროპასთან დაახლოება. თუმც გვახსოვდეს დღევანდელი ქართული სახელმწიფოს ისტორიული და სამართლებრივი საფუძვლებიც...

 

ზუსტად 25 წლის უკან, 1992 წლის 2 თებერვალს რამოდენიმე ასეულმა იარაღიანმა ნაძირალამ სისხლში ჩაახრჩო დაახლოებით ორას ათასიანი მშვიდობიანი დემონსტრაცია. ადამიანები, რომელნიც საკუთარი კანონიერი არჩევანის დაცვას ცდილობდნენ და აპროტესტებდნენ სამხედრო გადატრიალებას. ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ დაეცვათ ქვეყანა იმ საშინელებისგან, რომელიც მას თურმე უნდა გაევლო... ათასობით სამშობლოზე მოფიქრალი ადამიანი, მოქალაქეები,რომლებიც „ზვიადისტებად" - ერთ ადამიანზე ფანატიკურად შეყვარებულ უგნურებად - შერაცხა მოსკოვის ტელევიზიამ და საკუთარი კეთილდღეობისთვის ყველაფრის მკადრებელმა. ბანდამ, რომელმაც ქვეყანა სისხლში ჩაახრჩო იმიტომ, რომ იმჟამინდელმა პრეზიდენტმა პრივილეგიები გამოაცალა...

 

იმ დღეს 180-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა და 20-ზე მეტი დაიღუპა. ამ ყველაფრის ავტორებისათვის დღეს არცერთ ხელისუფლებას პასუხი არ მოუთხოვია. მეტიც, არაერთი მათგანი დღემდე უზრუნველად დასეირნობს ამ ქალაქში და ხანდახან ჭკუასაც გვარიგებს ხოლმე...

 

მარადიული ხსოვნა იყოს...", - წერს გამსახურდია.

 

 

 

 


 

big_banner
არქივი