logo_geo
ანი მიროტაძე: რა მაგარია, რომ სხვისი ბედნიერება ასე გულწრფელად გიხარიათ!
- +

6 თებერვალი. 2017. 00:39



„ეროვნული ფორუმის" წევრი ანი მიროტაძე სოციალურ ქსელში თავის ქორწინებასთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს.


ყველას, ყველას, ყველას! ჩემს მეგობრებს, გულშემატკივრებს, კეთილის მსურველებს, ნაცნობებს, უცნობებს, ვირტუალური სივრცის მეგობრებს და საერთოდ, ყველას - დიდი მადლობა მოლოცვებისთვის, ამ უამრავი კეთილი სურვილისთვის, პოზიტივებისთვის, რომელიც არ დაიშურეთ ჩემთვის და ჩემი სულ ახლადშექმნილი ოჯახის მიმართ.

 

ამ ხნის განმავლობაში თქვენგან უამრავი დადებითი ენერგია მივიღე და რა მაგარია, რომ ამდენი ხართ; რა მაგარია, რომ ამდენი ემოციის გაცემა შეგიძლიათ; რა მაგარია, რომ უამრავი პრობლემის მიუხედავად, სხვისი ბედნიერება ასე გულწრფელად გიხარიათ და რა მაგარია, რომ სიყვარულია მთავარი ღმერთი დედამიწაზე, რომელიც ყველა ჩვენგანშია და რომელიც ყველაფერზე ძლიერია!

 

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ დადებითი ემოციებისთვის და გულწრფელად მინდა გითხრათ - მიყვარხართ მე თქვენ! მაბედნიერებთ და მეიმედებით!!!!!″, - წერს ანი მიროტაძე.


 

big_banner
არქივი