logo_geo
„არჩევანი ასეთია: ადამიანური თანაგრძნობა და იმავე ჭაობის დატოვება, ან ცივსისხლიანობა და რადიკალური რეფორმა“
- +

6 თებერვალი. 2017. 13:49




ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში „საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის დღევანდელ პრესკონფერენციას ეხმიანება:

 

„ვუსმინე ვასილ მაღლაფერიძის პრესკონფერენციას და სიმართლე გითხრათ, გაორებული გრძნობა დამიტოვა: ერთი მხრივ, შეუძლებელია, მას არ დაეთანხმო, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელში" აუცილებელია რადიკალური რეფორმა, ფაქტობრივად ქირურგიული ჩარევა, რათა ტელევიზიამ ასეთ სამარცხვინო მდგომარეობაში არ გააგრძელოს არსბეობა, მეორე მხრივ კი, როგორ გინდა, ასე ერთი ხელის მოსმით ამდენი ადამინი უმუშევარი დატოვო? არჩევანი ასეთია: ადამიანური თანაგრძნობა და იმავე ჭაობის დატოვება, ან ცივსისხლიანობა და რადიკალური რეფორმა. თქვენ რომ მის ადგილზე იყოთ, რა გზას აირჩევდით?" - წერს მეტრეველი.




 

big_banner
არქივი