logo_geo
გიორგი უძილაური: „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ კონცეფცია შესაცვლელია
- +

6 თებერვალი. 2017. 17:03



ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში „საზოგადოებრივი მაუწყებლის" გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:

 

„მერაბ მეტრეველმა სწორი კითხვა დასვა საზმაუ-სთან დაკავშირებით: „არჩევანი ასეთია: ადამიანური თანაგრძნობა და იმავე ჭაობის დატოვება, ან ცივსისხლიანობა და რადიკალური რეფორმა. თქვენ რომ მის ადგილზე იყოთ, რა გზას აირჩევდით?"

 

ამ კითხვაზე პასუხი მთელმა საზოგადოებამ რომ გასცეს, პასუხი არ იქნება საზმაუ-ს თანამშრომელთათვის სახარბიელო. არა მხოლოდ 10 წლის განმავლობაში გახარჯული 400 მილიონის გამო.

 

არხის თანამშრომლების პასუხიც გასაგებია, ჭაობი მათ არ შეუქმნიათ, ისინი მუშაობდნენ.

 

პროფკავშირების პასუხი სავარაუდოდ იქნება ჭაობის ამოშრობა თანამშრომელთა სტატუს-კვოს შენარჩუნებით.

 

ტელევიზიის სპეციალისტების პასუხი იქნება ოპტიმიზაცია, ანუ შემცირება.

 

ოპოზიციური პარტიები რადიკალურ რეფორმას დაგმობენ, იმიტომ რომ ასე აწყობთ.

 

გადაწყვეტილება კი მისაღებია... ისეთი, რომ არც ამხელა კოლოსალური თანხები იხარჯებოდეს, არც ვინმე დაიჩაგროს და არხიც ყურებადი გახდეს.

 

ჩემი აზრით, არხის კონცეფციაა შესაცვლელი. იდეაში არხი უნდა მართოს საზოგადოებამ. მაგრამ მთავარი დილემა ისაა, რომ საზოგადოება საქართველოში ჯერ არ არსებობს. არც საზოგადოებრივი ავტორიტეტები არსებობენ. არხს პირდაპირი დემოკრატიით ვერ მართავ, მოსაფიქრებელია სხვა იდეა, რომელიც გასაგები იქნება ყველასთვის, იმიტომ რომ არხი იდეაში ყველასია", - წერს გიორგი უძილაური.


 

big_banner
არქივი