logo_geo
დარეჯან ლიპარტელიანი: ვინ არის ამ სურათზე გამოსახული ადამიანი? - ღირსეული კაცი, თუ...
- +

6 თებერვალი. 2017. 22:48


 

ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:


„ვინმემ გამეცით პასუხი, თუ რასაკვირველია შეძლებთ...

 

ვინ არის ამ სურათზე გამოსახული ადამიანი? - კარგი იურისტი, კარგი მენეჯერი, კარგი ხელმძღვანელი, კარგი მეგობარი, კარგი ქმარი, კარგი მამა, კარგი შვილი, თავის ქვეყნის პატრიოტი, ღირსეული კაცი, თუ კარგი ადამიანი?..

 

ასევე, მაინტერესებს, როდის დამთავრდება ამ ადამიანზე, ამდენი ინფორმაციის გავრცელება და ბოლოს და ბოლოს, როდის აღასრულებთ სამართალს და როდის ვიხილავ ამ არარაობას ციხეში?...

 

ტიპი, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორია, გადაცემის მსვლელობის დროს, მოულოდნელად, ეთერში შეუვარდა გადაცემის წამყვანს, - გალანძღა და გათათხა მოწვეული სტუმარი, უხეშად ჩაერია ჟურნალისტის საქმიანობაში, ის ასევე უხეში ფორმებით ცდილობდა ეთერიდან გაეგდო მოწვეული სტუმარი... ამ ცირკის დადგმის შემდეგ, კი, ნიკა გვარამია, ისევ გვედიდგულება და თავს გვამადლის, თითქოს ის, მართლა რამეს წარმოადგენდეს... ეს მართლაცდა ყველაფრის მკადრებელი არაკაცი!..

 

მისგან გამწარებულ უამრავ ადამიანს, გვარამიას ენაზე რომ ვთქვათ, არ უნდათ ზედმეტი „ბალამუტი", მათ რეალური შედეგი უნდათ... ხოდა, შეაგდეთ ციხეში ეს მილიონებზე მოვაჭრე  გვარამია და ბოლოს და ბოლოს, შემოახიეთ მაგ ჭუჭყიან ტანზე, ხელშეუხებლობის მანტია და გაუშვით ის დამსახურებულად!..

 

მართლა ამოვიდა ყელში რაა, ამ კაცის მაიმუნობები და სანამ ვინმე, არ შევარდნია მაგ სიცრუის კანტორაში და თავი არ გაუჩეჩქვავს, მანამდე პასუხი აგოს ყველა დანაშაულზე... წინააღმდეგ შემთხვევაში, დავიჯერებთ რომ თქვენ სტყუით და პატიოსან გვარამიას ჩაგრავთ!",- წერს ლიპარტელიანი. 


 

big_banner
არქივი