logo_geo
გიორგი კეკელიძე: მინდა, ძალიან კარგი ამბავი გამცნოთ და გახაროთ...
- +

7 თებერვალი. 2017. 13:50


 

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„მინდა, ძალიან კარგი ამბავი გამცნოთ და გახაროთ. ჩემმა მეგობრებმა გადაწყვიტეს, ჩამოაყალიბონ გურული დღიურების ფონდი, სადაც შემოწირულობებთან ერთად, ჩემი წიგნებიდან შემოსული ჰონორარის ნაწილი გადაირიცხება. ფონდის მუშაობაში მეც აქტიურად ჩავერთვები, რადგან ვფიქრობ, რომ ქვეყნის უმთავრესი გამოწვევა განათლებაა, საწყის ეტაპზე, ფონდი გასცემს სტიპენდიას ორი ოზურგეთელი მოსწავლისთვის. პირველი მათგანი შეირჩევა აკადემიური მოსწრების და შესაბამისი გასაუბრების შედეგად, ხოლო მეორე - სოციალურად დაუცველი ოჯახიდან იქნება. სხვა დეტალებს მარტში გაგაგებინებთ", - წერს გიორგი კეკელიძე.


 

big_banner
არქივი