logo_geo
სოსო მანჯავიძე: სულ ეს სათაური - „დაკარგული გამარჯვებები“ მიტრიალებს თავში...
- +

8 თებერვალი. 2017. 02:46



თბილისის საკრებულოს დეპუტატი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„იყო ასეთი დიდი გერმანელი მხედართმთავარი, ფელდმარშალი ერიხ ფონ მანშტეინი.

 

ომის შემდეგ მემუარები დაწერა მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების მიზეზების შესახებ, რომელსაც Verlorene Siege (დაკარგული გამარჯვებები) დაარქვა.

 

სულ ეს სათაური-დაკარგული გამარჯვებები" მიტრიალებს თავში, როდესაც ჩვენს უახლეს ისტორიას, ფინანსური და ადამიანური რესურსების უაზრო ფლანგვას და მომავლის ხარჯზე ჩვენს ცხოვრებას რომ ვუყურებ.

 

ნახევარი მილიარდი საზმაუს შენახვაზე, 800 მილიონი პრეზიდენტის სასახლეზე, ასეულ მილიონი ევროიანი არაფრისმთქმელი ძეგლები და უფუნქციო ხიდი, ათეულმილიონიანი ხარჯები უცხოეთიდან ფსევდოვარსკვლავების ჩამოსაყვანად. რაც ახლა აეროსმიტის"კონცერტში 5 მილიონის ბიუჯეტიდან გადახდით გვირგვინდება, 400 მილიონი პარლამენტის ასაშენებლად ქუთაისში და 150 კაციანი პარლამენტის მუდმივი მიმოსვლა ქუთაისსა და თბილისს შორის, უზარმაზარი ხარჯით.

 

რომელი ერთი ჩამოვთვალო, თუ ძველი და თუ ახალი.

 

რაც მთავარია,არაფრის შეცვლისა და დიდი საქმის კეთების სურვილის სრული არქონა, არანაირი სტრატეგიული დაგეგმვა, მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობის ინტრიგები, რომელსაც რატომღაც "პოლიტიკას"უწოდებენ.

 

ყველაზე საოცარი მაინც მენტალობაა. ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს ვინ როგორ ისტერიკას გამართავს და როგორ გამოლანძღავს ოპონენტს. შტატიან და ანაზღაურებად მლანძღველებს ეთმობა ტელეეთერების დროის უდიდესი ნაწილი, ვინაიდან სწორედ ამაზეა მოთხოვნა.

 

იოანე ოქროპირის სიტყვები მახსენდება მერამდენედ: მიზეზთა ზემოთნათქვამთა გამო დადგნენ წყალნი სათავისანი და იქმნა ჭაობ. ხოლო ჭაობსა მას შინა აღმოცენდნენ მყაყნი და უჟმურნი-ნაყოფნი ცოდვისანი", - წერს მანჯავიძე. 


 

big_banner
არქივი