logo_geo
ბონდო მძინარაშვილი: რამდენიმე საინტერესო სტატუსი წავიკითხე...
- +

12 თებერვალი. 2017. 19:43


 

 

„საქართველოში ძალიან აქტუალური გახდა სტატუსები პირველ ხელფასზე. რამდენიმე საინტერესო სტატუსი წავიკითხე და მათგან განსაკუთრებული ამოვარჩიე...", - ამის შესახებ მედიაკავშირ „ობიქტივის" მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.


„რობერტ პარსონსი:

 

„გენერალური დირექტორად ვმუშაობდი და ყოველთვიურად 38 989 ლარს ვიღებდი. გარდა ხელფასისა, ჩემი ბინის იჯარაზე იხარჯებოდა 1500-დან 2000 დოლარამდე თვეში, სატელეფონო ხარჯი კი თვეში 500 ლარი იყო. ასევე წელიწადში 9-ჯერ მე და ჩემი ოჯახის წევრებს შეგვეძლო ბუჯეტის დაფინანსებით გავმგზავრებულიყავით საზღვარგარეთ...

 

ეჰ, რა კარგი იყო საქართველოში მუშაობა - მთელი 2011 წელი შესანიშნავად გავატარე. ჩემი პირველი ხელფასი აღარც მახსოვს, მაგრამ ჩემი ხელფასი საზოგადოებრივ მაუწყებელში მართლაც ზღაპრული იყო. განა რამეს ვაკეთებდი? არაფერს, მაგრამ ასე სურდა მის აღმატებულება სააკაშვილს. მადლობა მას!"

 

ამ სტატუსს კომენტარებიც ახლავს და აქვე გთავაზობთ:

 

დევიდ ჩეტერი:

 

„არც მე მქონია ცუდი ხელფასი - გენერალური დირექტორის მოადგილე ვიყავი და ყოველთვიურად 29 341 ლარს ვიღებდი."

 

მელანი ანსთეი:

 

„მეც გენერალური დირექტორის მოადგილე ვიყავი და საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან თვეში 29 341 ლარს ვიღებდი."

 

ზურაბ კოდალაშვილი:

 

„თქვენ ჩამოთრეულები იყავით და მე თქვენზე ნაკლებს რატომ ვიღებდი? თვეში 20 539 ლარი რა ხელფასია?"

 

ეკატერინე კოტრიკაძე:

 

„ზურა, შენ რაღა გაქვს საწუწუნო, მე მხოლოდ 9 250 ლარს ვიღებდი თვეში, მე რაღა უნდა ვთქვა?"

 

ივანნა მელაი:

 

„კარგი რა, ეკა, განა შენ ჩემსავით მძიმე სამუშაო გქონდა? მე უფრო ბევრ საქმეს ვაკეთებდი არამხოლოდ ტელევიზიაში და ამიტომაც ვიღებდი ყოველთვიურად 10 000 აშშ დოლარს. არ მითხრა ახლა, რომ ეს ბევრია..."

 

მატვეი განაპოლსკი:

 

„ნუ ჩხუბობთ გოგოებო, მე მხოლოდ 4 000 ევროს მიხდიდნენ ყოველთვიურად და ხმა ამომიღია?"

 

ამ სტატუსმა და კომენტარმა დიდი ინტერესი გამოიწვია და გავარკვიე, რომ უმაღლესმა მენეჯმენტმა, ანუ 5-მა ადამიანმა, მხოლოდ 2011 წელს შრომის ანაზღაურების სახით „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" 865 ათასი ლარი აიღო.

 

სულ კი 2011 წელს 8 მილიონამდე ლარი დაიხარჯა შპს „ქეი1"-ის თანამშრომლებზე, მათ შორის უმაღლეს მენეჯმენტზე.

 

ასევე აღმოვაჩინე კიდევ ერთი სტატუსი, რომელიც საქართველოში აღებულ ხელფასს უკავშირდება:

 

ქსენია სობჩაკი:

 

„ჩემთვის დაუვიწყარია 2011 წელი. წარმოუდგენელი ანაზღაურება მქონდა - „პიკ"-ს და შპს „გაიდ პარკს" შორის დაიდო 1 416 000 აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება, რომლის მიხედვით კომპანიას „პიკ"-ისთვის უნდა მოგვემზადებინა 24 გადაცემა და რომლის წამყვანიც მე ვიქნებოდი, მაგრამ სულ 10 გადაცემა მოვამზადეთ და 590 ათასი დოლარი გადაგვიხადეს. ერთი გადაცემაში 59 000 დოლარი მოგვცეს. არასოდეს დამავიწყდება ჩემი მიშიკო სააკაშვილი, მასთან გატარებული დრო..."

 

ამ სტატუსის კომენტარებს აღარ ვაქვეყნებ. ალბათ თქვენც მიხვდებით, რას დაწერდნენ ქსენიას მეგობრები", - წერს მძინარაშვილი.


 

big_banner
არქივი