logo_geo
ნინო ჯღარკავა: გაიხსენეთ წინა კვირის სკანდალური გადაცემა „არჩევანი“...
- +

13 თებერვალი. 2017. 20:45


 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ახლა ცივ გონებაზე გავაანალიზოთ მოვლენები! გაიხსენეთ წინა კვირის სკანდალური „არჩევანი", „რუსთავი 2"-ზე, საყვარელიძის, გვარამიას და ბოლოს ვინმე კილაძის მიერ გაჟღერებული მესიჯები. არსებობს ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილზე, სადაც ის პატრიარქზე საუბრობსო. შემდეგ მედიაში გავრცელებული ინფორმაციები, პატრიარქს მოკლავენო. ეს ყველაფერი მიდიოდა იქამდე, რომ ბინძურ ადამიანებს ბიძინა ივანიშვილი დაედანაშაულებინათ. ხოდა კიდევ ერთხელ ბრავო ხელისუფლებას. დროულად მოახდინეს რეაგირება და გადაგვირჩინეს პატრიარქი! თქვენ კი ვინც ამ სიბინძურეში გარეული იყავით, სასამართლო არ დაგჭირდებათ. თქვენ მომავალი აღარ გაქვთ და არცერთ თქვენს შთამომავალს. გეშინოდეთ უფლის სასჯელის!",- წერს ჯღარკავა. 


 

big_banner
არქივი