logo_geo
ნინო ჯღარკავა: ვინ შეუკვეთა და რას ელოდნენ ამით?!
- +

13 თებერვალი. 2017. 22:41



ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელშ შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„საქმე არ ეხება რიგით მოქალაქეს, ეხება საქართველოს. მაღალი სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობასეს საქმე არ იქნება ასე იოლად გამოსაძიებელი. კითხვები ბევრი მაქვს პირადად მეც და დამაჯერებელ პასუხებს ვითხოვ. იმედია ეს გააზრებული აქვს ყველა ჩვენთაგანს და მხოლოდ აეროპორტში ბარგში აღმოჩენილ ციანიტზე ვერ ააგებენ საქმის წარმოებას. თუ ადამიანის დაჭერა ვინმეს უნდა ბარგშიც აღმოაჩნდება საწამლავი და საცვალშიც! ამიტომ ცოტა უფრო ფრთხილად მოვეკიდოთ ყველა ინფორმაციას და უფრო დამარწმუნებელი დოკუმენტები მჭირდება რომ ეს ვერსია მივიღო. მორჩა ესაა ჩემი კომენტარი! რატომ უნდოდა მამალაძეს ვინმეს მოწამვლა?! ვინ შეუკვეთა და რას ელოდნენ ამით?! მითუმეტეს როგორც ამბობენ მამალაძე პატრიარქის რჩეული და სანდო პირი ყოფილა!", - წერს ჯღარკავა.

 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავა. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.


 

big_banner
არქივი