ლიკა გამრეკელი: ნაცებო, მინდა იცოდეთ რა არის დანაშაული! დანაშაულია როდესაც...
-
+
27 ივნისი. 2019. 02:02
სოციალური ქსელის მომხმარებელი, სამოქალაქო აქტივისტი, ლიკა გამრეკელი “ფეისბუქის” პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც წინა ხელისუფლების დანაშაულებზე მიუთითებს და “ნაციონალურ მოძრაობას” განუმარტავს თუ რა არის დანაშაული:
“ნაცებო”, მინდა იცოდეთ რა არის დანაშაული:
- სისხლის სამართლის დანაშაული, საკუთარი ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვა, გასხვისება ან სხვაგვარად მასზე კონტროლის მოშლა, ანუ – ის რაც თქვენ გააკეთეთ 2008 წელს!
- დანაშაულია, როდესაც კოდორს სახელი გადაარქვით, ზემო აფხაზეთი დაარქვით და მტერს ტყვიის გასროლის გარეშე ჩააბარეთ!
- დამაშაულია, როდესაც ცხინვალის ოლქი გაზარდეთ 200- მდე ქართული სოფლებით და ესეც რუს ოკუპანტს ჩააბარეთ!
- დანაშაულია, როდესაც ერთვები ომში, რომელიც წინასწარ განწირულია და არ იღებ პასუხისმგებლობას არც დაკარგულ ტერიტორიებზე და არც დაღუპულ ბიჭებზე!
- დანაშაულია, როდესაც ომის მერე დაჭრილ და დახოცილ გმირებს, (რომ არა პატრიარქი) ტერიტორიებთან ერთად მტერს დაუტოვებ!
- დანაშაულია, როდესაც წაგებულ ომს მოგებულად გამოაცხადებ და გლოვის ნაცვლად დედაქალაქის მთავარ გამზირზე, მოტყუებულ ხალხს აზეიმებ!
- დანაშაულია, როდესაც გადატრიალების გზით (2003 წლის ნოემბერი) ხელისუფლების უზურპაციას მოახდენ!
- დანაშაულია, როდესაც (2003 წელი) საკონსტიტუციო სასამართლოს ნაცვლად არაქვემდებარე სასამართლოს (უზენაესი სასამართლო) იძულების წესით, მიაღებინებ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებას ერთი და იმავე არჩევნებზე გააუქმებინებ პროპორციულს, როგორც გაყალბებულს, ხოლო ძალაში დაატოვებინე მაჟორიტარულს, როგორც გაუყალბებელ არჩევნებს!
- დანაშაულია, როცა პოლიტიკურად დაგჭირდათ ასევე ძალადობრივად აუქმებინებთ მაჟორიტარულ არჩევნებს, ხოლო ძალაში ტოვებთ პროპორციულ არჩევნებს!
- უზნეობა და დანაშაულია, როდესაც შენი მმართველობის პერიოდში მხოლოდ ქუჩებში ჩახოცავ 150-ზე მეტ უდანაშაულო ბიჭს, ციხეებში გააუპატიურებ მამებს, ძმებს, შვილებს, ბიზნესს წაართმევ 10 000 -ზე მეტ ადამიანს, უსახლკაროდ დატოვებ 70 000-ზე მეტ იპოთეკარს, იძულებით გადაადგილებულად აქცევ დამატებით 100 000 -ზე მეტ ადამიანს!!!
ურცხვად რჩები პოლიტიკაში და საყვედურობ ამავე საზოგადოებას 9 წელს რატომ არ ვივიწყებთ?!
პ.ს. დანარჩენს დროდადრო გაგახსენებთ !!!” – წერს ლიკა გამრეკელი სოციალურ ქსელში.