logo_geo
გიორგი იაკობაშვილი: ეს საყრდენი უნდა გამოვაცალოთ ნაცებს!..
- +

30 ივნისი. 2019. 23:14

 

პორტალ “for.ge”-ს რედაქტორი გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

 

ჩვენ აქტიურად უნდა ვიმუშაოთ დიპ. კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. უნდა ვანახოთ ჩვენი ძალა, რაოდენობა და განწყობა. უნდა დაინახონ, რომ უკან დახევას არ ვაპირებთ, უნდა მიხვდნენ, რომ ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების გარდა, არსებობს ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოება, ადამიანები, რომლებიც, ყოველგვარი ფონდების, დონორების, გრანტებისა და ანაზღაურების გარეშე არიან მზად, დაიცვან სამოქალაქო უფლებები, დაიცვან თავისუფლება, რომელიც შეუძლებელია არა მხოლოდ ხელისუფლებაში ნაცების დაბრუნების, არამედ ზოგადად, პოლიტიკურ ველზე იმ ადამიანების მოქმედების შემთხვევაში, რომლებიც წლების განმავლობაში ძალადობდნენ მოქალაქეებზე და სახელმწიფოზე.

 

აი ამ ხალხმა – დიპლომატებმა, დონორებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ გვიყვარს და ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ქვეყანას!!!

 

ეს საყრდენი უნდა გამოვაცალოთ ნაცებს.” – წერს იაკობაშვილი.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი