logo_geo
დიმიტრი ლორთქიფანიძე: „რუსთავი 2“-მა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა საპატრიარქოს!...
- +

15 თებერვალი. 2017. 11:37



„რუსთავი 2"-მა წუხელ საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა საპატრიარქოს" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე წერს და აქვე დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვას სვამს.

 

„გაბუნიამ ადვოკატს ჰკითხა, დუმილის უფლებას რატომ იყენებს ბრალდებულიო...

 

პასუხად მივიღეთ, კურთხევის გარეშე ჩვენებას ვერ მისცემსო...

 

...კურთხევა ვისგან უნდა მიიღოსო და პასუხი იყო, მაღალ სასულიერო იერარქთაგანო.

 

მე ერთი რამ მაინტერესებს, თუ ციანიდი ჩაგიდეს და სს საქმეს გიკერავენ, რად დუმხარ სასულიერო პირი და თუნდაც ამ ფაქტზე მაინც რატომ არ ტეხ ერთ ამბავს (მიუხედავად იმისა რომ დუმილის უფლების გამოყენება ნიშნავს, რომ წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობ)...

 

და მეორე, თუ შეიძინე ეს ციანიდი, მოათავსე ბარგში საიდანაც ჩხრეკის შედეგად მოწმეთა თანდასწრებით, ვიდეო გადაღების თანხლებით ამოგიღეს, ამაზე რატომ არ აკეთებ კომენტარს!

 

„რუსთავი 2"-მა წუხელ საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა საპატრიარქოს და მთავარ ავტორიტეტულ რუპორებად ეპისკოპოსი და მონაზონი გამოიყენა, რომლებმაც არა მომხდარი დანაშაულის ფაქტზე, არამედ დეკანოზ გიორგი მამალაძის საპროცესო იძულების შემსუბუქებასა და საპატრიარქოში არსებულ კორუფციულ გარემოზე ისაუბრეს. აშკარა იყო მცდელობა აქცენტების სხვაგან გადატანისა. დედა სიდონია პატრიარქის მხარდამჭერ გარკვეულ მრევლსაც მისწვდა და კატეხიზმოს არ ცოდნაში დაადანაშაულა. მეუფე პეტრემ კი ბრალდებათა შთამბეჭდავი ჩამონათვალი გააკეთა საპატრიარქოს წარმომდადგენელთა მისამართით...

 

ბუნებრივია, კითხვა ჩნდება, რას ემსახურებოდა გუშინდელი სატელევიზიო სპექტაკლი, რიგითი რაიანის გადარჩენას ხომ არა, რომელიც ბრალდების გარდა შესაძლოა ბრალდებისვე ოქროს მოწმედ გადაიქცეს? თუ კამიკაძის ნეიტრალიზებას, რომელმაც მიზნამდე ვერ მიაღწია! ფაქტია, გამოძიებამ უსწრაფესად უნდა გაგვარკვიოს და გაასაჯაროოს უმთავრესი მტკიცებულებები, საიდანაც ბრალდება გამომდინარეობს!" - წერს დიმიტრი ლორთქიფანიძე.



 

big_banner
არქივი