logo_geo
გიორგი ზერეკიძე ქიბარ ხალვაშს: გადავწყვიტე, გითხრათ ჩემი სათქმელი, ამდენი ხნის შემდეგ...
- +

16 თებერვალი. 2017. 12:15




„ისე, ბატონო ქიბარ, მხოლოდ სიცხადისთვის და მხოლოდ იმისთვის, რომ ყველაფერს თავისი სახელი ერქვას, გადავწყვიტე, გითხრათ ჩემი სათქმელი, ამდენი ხნის შემდეგ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს", - ამის შესახებ ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე სოციალურ ქსელში ქიბარ ხალვაშის მისამართით წერს.

 

„ამ ფორმასაც არ გამოვიყენებდი, რომ არ იცოდეთ ჩემი სურვილი თქვენთან შეხვედრის (რაზეც ჩვენ გვქონია საუბარი), თუმცა, დიდი ხანია საქართველოში ხართ და ეს არ მომხდარა. შემოვიხედე თქვენს კედელზე და გამიკვირდა, რა დიდსულოვანი და უსამართლობასთან მებრძოლო კაცი ყოფილხართ! კარგია, დღეს რომ ასე ფიქრობთ და ისიც ძალიან ცუდია, როგორც მოგექცნენ თქვენ და არა მარტო თქვენ. იმ უსამართლობების წინააღმდეგ, რაც ხდებოდა, ჩემმა ოჯახმა თავის წვლილი შეიტანა.

 

ახლა მე გაგახსენებთ, როგორ მომექეცით თქვენ და რა წვლილი მიგიძღვით იმ ყველაფერში, რაც გავიარე... მაშინ, როცა იყავით „არტ ჯგუფის" დირექტორი და მე შელაპარაკება მომივიდა „არტ ჯგუფის" დისტრიბუტორთან... ბევრს აღარ გავაგრძელებ და დეტალების მოყოლას ნამდვილად არ ვაპირებ, უბრალოდ გეტყვით ერთ ფაქტს, პოლიციაში დაზარალებულის და ჩემი გამოკითხვის შემდეგ, დამაწერინეს ხელწერილი და მიშვებდენ პოლიციიდან, თუმცა მას შემდეგ შეიცვალა ყველაფერი, რაც თქვენი დაცვის უფროსი ზაზა გოცირიძე მოვიდა პოლიციაში და გამომძიებელს ხელახლა დააწერინა ჩვენება, ოღონდ ამჯერად თვითონ უყვებოდა მომხდარს, როცა თვითონ საერთოდ არ ყოფილა შემთხვევის ადგილზე და უმძიმესი მუხლებით - მკვლელობის მცდელობით და ყაჩაღობით გამიშვით ციხეში. ეს ყველაფერი თქვენთან შეთანხმებით ხდებოდა და თქვენ გამოაგზავნეთ ზაზა გოცირიძე პოლიციაში. არავინ არ გთხოვთ ამაზე პასუხს დღეს, თუმცა მაშინ ზაზა გოცირიძესთან ერთად, თქვენს დაკითხვასაც ვითხოვდით. ის მოდიოდა, თქვენ - არა, რა თქმა უნდა, რა გინდოდათ სასამართლოში უსამართლობასთან მებრძოლ კაცს. ჰოდა, ბატონო ქიბარ, სანამ თქვენი საწყობი დაიწვებოდა და გაგინათდებოდათ გონება, სანამ ხელისულებაში მეგობრებს დაკარგავდით, მანამდე სულ ცოტა ხნით ადრე, თქვენი ხელშეწყობით მაშინდელმა სისტემამ 14 წლის ბიჭი უსამართლოდ და სამაგალითოდ დამსაჯა, რაშიც თქვენ, როგორც იტყვიან, ლომის წვლილი მიგიძღვით. აქვე გეტყვით, რომ ისე გამოვიარე ეს წლები, ამ ტექსტის აკრეფვის არ მრცხვენია (არც წაკითხვის).

 

P.S იმ ინციდენტით კრიმინალის იარლიყი მომაკერეთ, ყაჩაღის, ქურდის.

 

P.P.S. ამას ნურაფერს ნუ დაუკავშირებთ, არც პოლიტიკისკენ ვიყურები არც „რუსთავი 2"-სკენ და არც თქვენი გადამწვარი საწყობებისკენ. ის ვიგრძენი, რაც თქვენც გიგრძვნიათ, ვინც უსამართლოდ მოგექცათ. მხოლოდ ეს არის და ეს, აქ რისი თქმაც შეიძლება", - წერს ზერეკიძე.





 

big_banner
არქივი