logo_geo
მაია ნიკოლეიშვილი: გადეტექტივებული საზოგადოების ეჭვების ნაყოფი...
- +

17 თებერვალი. 2017. 02:22



დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ჩემი აზრით, მთელი დღევანდელი აჟიოტაჟი ორი ნაწილისაგან შედგება:

 

1. გამოძიების ვერსიით, თავიდან იქნება აცილებული ადამიანის მკვლელობა. ისმის კითხვა, არასასულიერო პირის მკვლელობის მცდელობის თავიდან აცილება, ანუ პრევენცია არ არის უმნიშვნელოვანესი?

 

2. სახეზეა ე.წ. "კლიპური აზროვნების" მაგალითი: ანუ, იურიდიული დოკუმენტის და განცხადების წაკითხვისა და გაგების პრობლემა.

 

3. მკვლელობის ობიექტის არდასახელება სწორად მიმაჩნია, ზოგჯერ ეს გამოძიების უმნიშვნელოვანესი ტაქტიკაა.

 

4.პატრიარქის მკვლელობის მცდელობა კატეგორიულად უარყო ბატონმა შოთაძემ, ხოლო "მიხვედრილმა საზოგადოებამ" მაინც იფიქრა, გვატყუებს და სწორედ პატრიარქი იქნებაო. გადეტექტივებული საზოგადოების ეჭვების ნაყოფი.

 

5. ვინ შეუწყო ხელი საზოგადოებრივი განწყობების გარკვეულ კალაპოტში მოქცევას? იქნებ ერთ-ერთმა ტელევიზიამ ძალიან მაღალპროფესიულად (ვაღიარებ) გამოიყენა გავლენის ფსიქოლოგიის მეთოდოლოგია?

 

ეეეეჰ. კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდაო, ვინც ეს თქვა, შეიძლება წერა-კითხვაც არ იცოდა, მაგრამ მოსმენა ეცოდინებოდა ბოლომდე და დასკვნების გამოტანა" ,  - წერს ნიკოლეიშვილი.


 

big_banner
არქივი