logo_geo
მაკა რაზმაძე: ზუსტად 13 წელი სრულდება ხვალ...
- +

19 თებერვალი. 2017. 03:25


 

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„ზუსტად 13 წელი სრულდება ხვალ... ტელეკომპანია „იბერიაში" მაშინდელი ახლადარჩეული ხელისუფლების სპეცრაზმი შევარდა, დაარბია და დალეწა აპარატურა, გამოყარა ჟურნალისტები და ავტომატების ჯერიც დააცალა... არ მოსწონდა მაშინდელ ახალგაზრდა ხელისუფლებას ამ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა... არ ვმუშაობდი მაშინ „იბერიაში", მაგრამ იქ ვიყავი სოლიდარობის ნიშნად  -13 წლის წინაც და უფრო ადრეც ვიცოდი, რომ თავისუფალი აზრის ჩახშობა, თუნდაც არ ეთანხმებოდე მას, ძალიან ცუდია ქვეყნისთვის... მერე სხვა ტელევიზიებშიც მოხდა იგივე... დასცინონენ ჟურნალისტებს, ხან აგენტებს, ხან რუსეთუმეებს და ხან რას ეძახდნენ... იქაც ვიყავი და მეც გავლანძღულვარ არაერთხელ უსამართლოდ, მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცეებს სხვა ხედვა ჰქონდათ და მე სხვა...

 

უანგარო სოლიდარობა ყველაზე დიდი ნიჭი და დიდსულოვნებაა, რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს ასეთ დროს... დგება დრო, როცა მათაც გაუჭირდებათ ხოლმე, ვინც შენ გავიწროვებდა, დაგცინოდა, გარბევდა... ასეთ დროს გამოჩნდება ხოლმე ადამიანების ნამდვილი ბუნება და ნამდვილი სახე. თუ შენც ისევე მოექეცი მათ, ვინც შენ გექცეოდა ცუდად, მაშინ შენც ისეთივე ყოფილხარ, რასაც ვითომ ებრძოდი და უბრალოდ მაშინ შანსი არ გქონდა და ახლა, როცა მოგეცა ეს შანსი, ისევე იქცევი რასაც ვითომ ებრძოდი... მე მართლა იმიტომ ვიდექი ყოველთვის ყველა აქციაზე, რომ იდეის მჯეროდა და არასდროს ცხოვრებაში არ მიმიღია არც ერთი აქციიდან, ან ბრძოლიდან პირადი სარგებელი. ამიტომაც, მჯერა, რომ რასაც ებრძვი და რაც არ მოგწონს - გამარჯვების მერე შენც ისეთად არ უნდა გადაიქცე. უნდა გაარძელო საკუთარი რწმენის და იდეალების მიხედვით ბრძოლა.

 

დაცემულს არ ურტყამენ! და კიდევ - მერე რა, თუ მე არ ვეთანხმები თქვენს აზრს - მე სიცოცხლეს დავთმობ იმისთვის რომ თქვენ გქონდეთ მისი გამოთქმის საშუალება!" - წერს მაკა რაზმაძე.



 

big_banner
არქივი