logo_geo
ნანა გაგუა: „არაპოპულარული ენით“ დავწერ, მაგრამ მაინც...
- +

22 თებერვალი. 2017. 02:05



„ჯორჯიან თაიმსის" მთავარი რედაქტორი ნანა გაგუა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„არაპოპულარული ენით" დავწერ, მაგრამ მაინც: - ეპისკოპოსები ჯიპებით დადიანო, ჯვრები ოქროთი და ძვირფასი თვლებით აქვთო შემკული, სახლ-კარიც აქვთო და შინ ავეჯიც კი ედგმებათ ალბათ! პალტო-ფეხსაცმელიც კი აცვიათო (ნწუუ... ნწუ!) და უმეტესი მათგანი პატრიარქისთვის იუდააო... ასეთია სოციალისტებისა და კომუნისტური მენტალობის ტვინთა ნაჟური. კიდევ კარგი, წმინდა სინოდის წვერით თრევაზე მაინც არ ისმის საუბარი (ჯერჯერობით!). ევროპისაკენ რომ მივილტვით და ელისეს მინდვრებისა და პიზას კოშკისკენ ვაპარებთ თვალს, ერთი წუთით ადგილობრივ სოციალისტ-კომუნისტებს რომის პაპისა და ვატიკანის „სიმდიდრისთვისაც" შეევლო მზერა.... თვალი გადაევლოთ კათოლიკური ეკლესიის ზედა ფენების გავლენების, სიტყვის ძალისა და ბევრი სხვა რამისთვის. ჩვენში კი, ალბათ, უპრიანი იქნებოდა, რომ ეპისკოპოსებს ურმით ევლოთ, გასაშლელ კარვებში ეცხოვრათ, ხის გობებიდან მიეღოთ საკვები, სამოსად ნაჭრის ნაფლეთები ცმოდათ, ხომ?! სასტიკი ხალხი ვართ: მუდამ სხვის ჯიბეში ვითვლით თანხას და სხვისი კარის ჭუჭრუტანაში ვიჭვრიტებით. ახლა სინოდსაც ვუმტვრევთ კარებს! ხო, აბა რაა?! რესპუბლიკელების თქმისა არ იყოს, ეკლესიას დაფინანსება უნდა შეუმცირდეს... მერე კი ყველამ ერთად მაკრატლებიც მოვიმარჯვოთ და გავკრიჭოთ უღირსი სამღვდელოება. როგორ აკლია ზოგიერთს! ჭკუა კი არა (აქვთ ჭკუა სათავისოდ), ღირსება აკლია და სწორედ ახლა, როცა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო ბეწვის ხიდებზე გვიწევს სიარული, ფრთები გაუშლიათ და ნეტარების სხივი ადგათ სახეზე!!!! ათინათიღა აკლიათ და ეგაააა...", -  წერს ნანა გაგუა.


 

big_banner
არქივი