logo_geo
შორენა პაპაშვილი: ძველი თბილისი დიმიტრი ერმაკოვის ფოტოებში...
- +

10 დეკემბერი. 2019. 16:39

 

ჟურნალისტი შორენა პაპაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ძველი თბილისი დიმიტრი ერმაკოვის ფოტოებში

 

დიმიტრი ერმაკოვი იტალიური წარმომავლობის რუსი ფოტოხელოვანი იყო. 1866 წელს მან, პეტრე კოლჩინთან ერთად თბილისში პირველი პორტრეტული ფოტოსახელოსნო გახსნა.

 

პირველი ფოტოსახელოსნო კი, 1846 წელს ფოტოგრაფებმა ვ. ხლამოვმა და ა. როინაშვილმა გახსნეს, რომელსაც „რემბრანტი“ დაარქვეს. მხატვარ კოლჩინის გავლენამ ერმაკოვზე უკვალოდ არ ჩაიარა და ფოტოსახელოსნოში დადგმულმა სცენებმა თანდათანობით მიიღო მხატვრული პორტრეტის სახე.

 

1870-იან წლებში ერმაკოვი გოლოვინის პროსპექტზე ხსნის საკუთარ ფოტოსახელოსნოს, სადაც დაიწყო ეთნოგრაფიული ხასიათის პორტრეტების გადაღება.

 

1871 წელს, ერმაკოვმა თავისი ნამუშევრები პარიზში გაგზავნა და საფრანგეთის ფოტოგრაფიული საზოგადოების წევრი გახდა“, - წერს პაპაშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი