logo_geo
„სიტუაცია არის უკრიტიკულესი! ანიტა ყველამ გაწირა!“
- +

14 დეკემბერი. 2019. 14:47

 

 

2 წლის ანიტას მამა გიორგი ფაცაცია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მოკლედ აღვწერ სიტუაციას, რაც ავსტრიაში ხდება: არც ერთი ქვეყანა, არც ერთი კლინიკა, არც ერთი ექიმი ხელს არ ჰკიდებს ანიტას. მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ახლახან ექიმი შემოვიდა და გვითხრა, რომ მისი ღვიძლი, თირკმელები და კუჭი შეზღუდულად მუშაობს, ამას ემატება ის, რომ ჟანგბადიც არ ჰყოფნის და გაკვირვებაც კი გამოხატა, რომ გონზე არის ბავშვი. არ ვიცი, ამ პოსტს რატომ ვწერ ან რა მიზნით, მაგრამ ყველა გულშემატკივარს მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ანიტა ყველამ გაწირა! როგორ არ არსებობს ადამიანი, ვინც ჩვენ დაგვეხმარება? რა დააშავა ანიტამ?

 

სიტუაცია არის უკრიტიკულესი!

 

„ყველაფერი კარგად იქნებას“ აღარ ემორჩილება სიტუაცია!“ - წერს გიორგი ფაცაცია.

 

 

 

 

big_banner
არქივი