logo_geo
ნათია ბანძელაძე: სიყვარულის გწამდეთ, შობის სასწაულის გარეშე არც მე დავრჩენილვარ!
- +

9 იანვარი. 2020. 12:15

 

ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სასწაულების და ყველაზე დიდი სიხარულის და სიკეთის შობას გილოცავთ! გჯეროდეთ სიყვარულის და სიკეთის ძალის! შობა გამიჭირდა, რომ გავიფიქრე - „შობა უშენოდ“ - იმ წამსვე წავშალე გონებიდან და გავბრაზდი საკუთარ თავზე, თუმცა სევდა მაინც ვერ დავძლიე, რაღაცნაირად სულ ვეძებდი და არსად არ იყო ნიშანი... მერე ვთხოვე ჩემებურად, გამოჩენილიყო, როგორც იცის ხოლმე, მაგრამ მთელი ღამე და დღე მაკლდა… ვითომ გავებუტე კიდეც, მაგრამ როგორც ვიცოდი, დიდხანს ვერ გავძელი და გადავწყვიტე ავსულიყავი მაინც იქ, სადაც ყველაზე მეტად არ მეგულებოდა... ტელეფონი ავიღე და ნინის წერილი მხვდება - „დე, მამა დამესიზმრა, ძალიან კარგად იყო და ვერ გავიგე, მეუბნებოდა, ნათია ნერვიულობსო...“

 

სასწაულების გჯეროდეთ, სიყვარულის გწამდეთ! შობის სასწაულის გარეშე არც მე დავრჩენილვარ! როცა გრძნობ, არასდროს მთავრდება!

 

რწმენა, სიკეთე, იმედი და სიყვარული არ მოგშლოდეთ ადამიანებო! მეტი სიკეთეო, გოგიჩამ, ჩემი კეთილი ზღაპრის გმირმა... ბედნიერი შობა-ახალი წელი ყველას“, - წერს ნათია ბანძელაძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი