logo_geo
იოსებ ჭუმბურიძე: რა სულმდაბალი უნდა იყო კაციც, ქალიც და არხიც, შური ნაძვის ხეზე რომ იძიო?!
- +

27 დეკემბერი. 2019. 19:22

 

 

 

ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რა სულმდაბალი უნდა იყო კაციც, ქალიც და არხიც, შური ნაძვის ხეზე რომ იძიო?!

 

რა აღარ აკადრეს ამ ულამაზეს და ტანკენარ არსებას?!

 

არც ღმერთი სწამთ, არც კაცი, არც ხე?!

 

რა სასუქიო, რა ნახევარხეო, რა შერცხვა და ჩაქრაო?!

 

თვითონ დიკოც გამხდარია, მაგრამ ამდენი წელია, ვუყურებთ და ვტკბებით.

 

არც იუმორის გრძნობა აქვთ, არც ფანტაზია?!

 

რა გამხდარიო?!

 

რა სასუქიო?!

 

რა მილიონიო?!

 

ისე, იუმორის გრძნობა რომ არა აქვთ, ეს კალაძემაც უნდა გაითვალისწინოს...

 

***

ნაძვის ხე კი დგას პატარძალივით და გარს უამრავი ხალხი ახვევია. გზად გამოვიარე და ძლივს გამოვიარე...“ - წერს ზედელაშვილი.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი