logo_geo
ნიკოლოზ მჟავანაძე: როდესაც „მოგეჩვენებათ“, რომ დღე ისე არ დაიწყო როგორც თქვენ გსურდათ, გახსოვდეთ: ღმერთი თვალყურს გადევნებთ და გიცავთ
- +

26 იანვარი. 2020. 18:20

 

„უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„იქნებ თქვენ იცით იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი მძლავრი კომპანიის ხელმძღვანელი, 11 სექტემბრის შეტევის დროს, სიკვდილს გადაურჩა იმის გამო, რომ თავისი შვილი პირველად წაიყვანა საბავშვო ბაღში.

 

* მეორე მამაკაცი გადარჩა იმიტომ, რომ თანამშრომლებს შორის გათვლის შემდეგ, მას „დონატების“ ამოსატანად ჩასვლა მოუწია.

 

* ერთმა ქალბატონმა დააგვიანა, იმიტომ რომ მისმა მაღვიძარამ არ დარეკა.

 

* ვიღაცამ დააგვიანა, იმის გამო, რომ „ნიუ ჯერსიში“ საცობში მოყვა.

 

* ერთ-ერთმა მათგანმა, ავტობუსზე დააგვიანა.

 

* ერთმა ქალბატონმა, ტანსაცმელზე ყავა გადაისხა და გამოსაცვლელად დრო დასჭირდა.

 

* ვიღაცამ ავტომანქანის დაქოქვა ვერ შეძლო, ვიღაც კი ტელეფონზე პასუხის გასაცემად შებრუნდა სახლში.

 

* ერთმა ქალბატონმა, იმის გამო, რომ მისი შვილი უსაქციელობის გამო დასაჯა და შემდეგ ამის გამო მეუღლესთან მოუწია სკანდალში ჩაბმა, ვერ შეძლო თავის დროზე სამსახურში მისვლა.

 

* ერთმა ადამიანმა ტაქსი ვერ გააჩერა.

 

* განსაკუთრებული შთაბეჭდილება კი ჩემზე მოახდინა ერთი მამაკაცის ისტორიამ, რომელმაც იმ დილას ახალი ფეხსაცმელებით წასვლა განიზრახა სამსახურში და გზაში ფეხსაცმელმა მას ფეხი ისე გაუღიზიანა, რომ მას აფთიაქში სახვევის შესაძენად რიგში დგომა მოუწია.

 

აი, რატომ არის ეს კაცი ახლა ცოცხალი.

 

ყველაფერი ამის გაანალიზების შემდეგ, როდესაც მე ვხვდები საცობში, ვერ ვასწრებ ლიფტში შესვლას, მიწევს სახლში შებრუნება როდესაც ხდება ასეთი წვრილმანები, რომლებიც მაღიზიანებენ, მე ვფიქრდები და ჩემ თავს ვეუბნები: ეს ალბათ ზუსტად ის ადგილია, სადაც ღმერთს უნდა, რომ მე ვიმყოფებოდე ცხოვრების და დროის ამ მონაკვეთში, ალბათ, ეს ის მომენტია, როდესაც ღმერთი მე თავიდან მაცილებს რაიმე განსაცდელს. ასე რომ - შემდეგში, როდესაც თქვენ „მოგეჩვენებათ“, რომ დღე ისე არ დაიწყო როგორც თქვენ გსურდათ, როდესაც ვერ პოულობთ მანქანის გასაღებს, ყვებით საცობებში და ა.შ. ნუ მოიშლით ნერვებს, ნუ გამოხვალთ წყობილებიდან და მუდამ გახსოვდეთ: ღმერთი თვალყურს გადევნებთ და გიცავთ. და თქვენ თუ ამას ვერ ხვდებით, (რაც აბსოლუტური კანონზომიერებაა) ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს ასე არ არის“, - წერს მჟავანაძე.

 

 

 

big_banner
არქივი