logo_geo
გიორგი მგელაძე: კოლეგებო, კორონავირუსის დადგენა მიკროფონით წარმოუდგენელია!
- +

30 იანვარი. 2020. 17:29

 

ჟურნალისტი გიორგი მგელაძე კოლეგებს მეტი თავშეკავებისა და დაფიქრებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ სიუჟეტის ზღვარგადასული ემოციური გაშუქება პანიკას იწვევს. ამის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს.

 

„მეგობრებო, კოლეგებო, სამედიცინო დიაგნოზს ადგენს ექიმი ან ექიმთა კონსილიუმი, პლუს ლაბორატორია.

 

ვირუსის, მით უფრო კორონავირუსის დადგენა მიკროფონით წარმოუდგენელია! ზღვარგადასული ემოციური გაშუქებით პანიკის წარმოქმნას ვუწყობთ ხელს, რაც კვალიფიციური, ეთიკური მედიის ინტერესებში არ შედის.

 

გთხოვთ, ასჯერ დაფიქრდით თითოეულ სიტყვაზე, რასაც თქვენს მედიამასალებში გამოიყენებთ. არასწორი სიტყვა იწვევს პანიკას და ასევე ზრდის საფრთხეს კონკრეტული ქვეყნის წარმომადგენლების დისკრიმინაციის.

 

ამ თემის გაშუქებაში მაინც მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფო დაწესებულებებს, უწყებებს, რომლებსაც ევალებათ, ყოველ წუთიერად ასაზრდოოს მედია სწორი, დაზუსტებული ინფორმაციით“, - წერს გიორგი მგელაძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი