logo_geo
კონსტანტინე გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას ეს ლექსი ელისო ვირსალაძეს ეძღვნება...
- +

10 თებერვალი. 2020. 13:08

 

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ზვიად გამსახურდიას ეს ლექსი ელისო ვირსალაძეს ეძღვნება.

 

იგი შედის მის ერთადერთ პოეტურ კრებულში („მთვარის ნიშნობა“), რომლის გამოცემა საბჭოთა ცენზურის გამო შესაძლებელი გახდა 1989 წელს (9 აპრილის შემდეგ). მისი რეპრინტი მოვახერხე 2014 წელს და ვრცელი წინასიტყვაობაც დავურთე. ეს ლექსი ზოგადად კლასიკური მუსიკის სიღრმეზეცაა, მის მასშტაბებზე და მისი წაკითხვის თუ ინტერპრეტაციის შესაძლებლობებზე. შეიძლება, ბევრმა არც იცოდეს, რომ ლექსის ავტორმაც მუსიკალური ათწლედის ფორტეპიანოს კლასი დაასრულა. თანაც თემა აქტუალური გახდა.

 

CAPRICIO

 

ელისო ვირსალაძის კონცერტზე

 

***

 

ფარდების შრიალი.

ფრთაგაშლილი ქიმერა შავი.

ნიავი – კოლომბინას კაპრიზი.

აქ რთავდნენ სილფები

მითიურ გობელენს ესკურიალისას,

ხოლო სიჩუმის იეროფანტი

სწვავდა არიელის ზვარაკებს.

სუდარას ახსოვდა

სახე ღვთაებრივი,

კანდელი,

მიტრა

და ვარსკვლავთშობილი მითი.

სცვივოდა შავი მთვარეები

მარმარილოს ცას.

სიმებში ბუდობდა გრიგალი.

მეწამულ არშიებად

დაეტყო შენს სახეს

წყევლა უმძაფრესი:

სტიქსის წყალივით მღვრიე

ფიქრების ღვართქაფი,

ქარონის ელდა,

ლიბანის ხანძარი –

და კვლავ – ქერუბიმული ბრწყინვალება

წამების გვირგვინის“, - წერს გამსახურდია.

 

 

 

 

big_banner
არქივი