logo_geo
ჯაბა ხუბუა: ლეგენდების დომინო...
- +

17 თებერვალი. 2020. 18:09

 

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„ლეგენდების დომინო

 

გელა კეტაშვილი ყველამ იცით და თუ არ იცით, თქვენი პრობლემაა და არა გელასი, იმიტომ, რომ ქართველებს ეგ ერთი კაკალი კაცი გვყავს ფეხბურთში ოლიმპიური ჩემპიონი.

 

მოკლედ, ლეგენდა კაცია კეტაშვილი და მირეკავს ამ რამდენიმე დღის წინათ. რაღაც საქმე ჰქონდა და მეორე დღისთვის დავთქვით შეხვედრა. ვეტერან ფეხბურთელთა გაერთიანებას „დინამოს“ სტადიონზე ერთი ოთახი უჭირავს და იქ მოდიო. ამ ბუმბერაზმა ხალხმა იმხელა ფეხბურთი ითამაშა და ოთახი კი ძალიან პატარა აქვთ, მაგრამ რაც არის, ეგ არის. საქართველოა, მოგეხსენებათ და საქართველოში კიდევ ასეა: დიდი კაცები სხედან პატარა ოთახებში და პატარა კაცები კი დიდ კაბინეტებში ზიან და ზიანს გვაყენებენ.

 

მოკლედ, როგორც არის.

 

მეორე დღეს ვურეკავ გელა კეტაშვილს, რომ გადავამოწმო, შეხვედრის დრო და ადგილი რომ დავთქვით, ხომ არაფერი შეიცვალა? ესეც ქართული ხასიათის ამბავია, კარგად იცით. უნდა გადაამოწმო, რამე ხომ არ შეიცვალა. ყველა ასე არ ვშვრებით?

 

- არაო, - გელა მეუბნება - აგერ მე, ოთარ გაბელია, დათო მუჯირი დომინოს ვთამაშობთ, სხვა ვეტერანებიც აქ არიან და გელოდებითო.

 

- თქვენ რომ დომინოს თამაშობთ და ფეხბურთს სხვები თამაშობენ, მაგიტომაც არის კარგად ჩვენი ფეხბურთის საქმე-მეთქი! - ასე ვუთხარი.

 

კი გულიანად გავიცინეთ, მაგრამ ჩვენი ფეხბურთის საქმე სასაცილოდ არის?“ - წერს ხუბუა.

 

 

big_banner
არქივი