logo_geo
ჯაბა ხუბუა: ყველაზე კარგი ის იქნებოდა, ქალბატონ გიულის მიშას გაჩენა აერიდებინა თავიდან
- +

19 თებერვალი. 2020. 12:53

 

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„ნაცებმა პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნი დაუკრესო და ერთი ამბავია ატეხილი.

 

აბა, რა უნდა ექნათ?

 

სულ შარშან იყო, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს კოსმოსისა და ბირთვული შეიარაღების განყოფილების სტაჟიანი თანამშრომელი გრიშა ვაშაძე პრეზიდენტობის კანდიდატად რომ ჰყავდათ და ახლა კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალური თავმჯდომარეა ეგ კაცი, ულვაშებში საბჭოთა „კაგებეს“ რომ მალავს და ვერც მალავს.

 

იქით კიდევ ნაცების ფაქტობრივი ბელადი მთლად სტალინის დაბადების დღეს არის დაბადებული. ახლა არ მითხრათ, ეგ რა მაგის ბრალიაო. ზვიად კუპრავას თუ შეეძლო, ცოლისთვის საკეისრო გაეკეთებინა, რათა ბავშვი ბიძინას დაბადების დღეს არ გაჩენილიყო, გიული ალასანიასაც ხომ შეეძლო, ასეთივე ხერხით აერიდებინა თავიდან მიშას გაჩენა სტალინის დაბადების დღეს?

 

ყველაზე კარგი ის იქნებოდა, ქალბატონ გიულის, საერთოდ, მიშას გაჩენა აერიდებინა თავიდან, მაგრამ რაც არის, ეს არის!

 

კაცი კი საბჭოთა კავშირის ჰიმნს უკრავს და ასეც უნდა იყოს!“ - წერს ხუბუა.

 

big_banner
არქივი