logo_geo
ბონდო მძინარაშვილი: აბა, ახლა ესენი არ აფრენენ?!
- +

20 თებერვალი. 2020. 14:51

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს.

 

„პოლიტდევნილთა მრავალპარტიულმა კომისიამ“ გიგი უგულავა პოლიტიკურ პატიმრად ცნო!

 

აბა, ახლა ესენი არ აფრენენ?!

 

უგულავა, ბიუჯეტის ქურდი უგულავა ყოფილა პოლიტპატიმარი!

 

რა „პოლიტდევნილთა მრავალპარტიული კომისია?!“

 

ვინც უგულავას პოლიტპატიმრად აცხადებს, იმ პარტიებშიც სწორედ უგულავას მენტალიტეტი აქვთ! უბრალოდ, ბიუჯეტზე ხელი არ მიუწვდებათ, რომ მათაც მოიპარონ ხალხის მილიონები და ამაზე გიჟდებიან, ამიტომ უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა!

 

ჯიბიდან გავარდნილი ნათელაშვილის ქარვასლაში შეკრებილმა დახლიდარებმა ჯერ პარტიობანა წაითამაშეს, ახლა „მრავალპარტიული კომისია“ შექმნეს და პოლიტპატიმრობანას თამაშობენ!

 

კარგია, მალე ეგ კომისია სრული დატვირთვით ამუშავდება, როცა მანიაკი დამნაშავეების, ბიუჯეტის ქურდების და პოლიტიკას შეფარებული თაღლითების დაპატიმრების საქმეებს განიხილავს!

 

#წუპაკები, სერ!“ - წერს მძინარაშვილი.

 

big_banner
არქივი