logo_geo
რამაზ სამხარაძე: სირცხვილია...
- +

23 ნოემბერი. 2016. 22:10



„47 მილიონი ლარით ფინანსდება ხალხის ჯიბიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი: 2 სატელევიზიო და 2 რადიო არხი. სამწუხაროდ, არცერთი მათი პროდუქტი, ვგულისხმობ არხებს და გადაცემებსაც, რეიტინგით არ გამოირჩევა და არც ნდობით სარგებლობს მაყურებელსა თუ მსნენელებს შორის",- ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთის"დამფუძნებელი და დირექტორი რამაზ სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც სამხარაძე აღნიშნავს, „საზოგადოებრივ მაუწყებელს" აუცილებლად თანამედროვე ხედვის, ახალგაზრდა, სუფთა წარსულის, პროდუქტიული და თანამშრომლებზე ორიენტირებული გენერალური დირექტორი სჭირდება.


„დარწმუნებულ ვარ, მილიონობით ლარი იხარჯება მხოლოდ ვებ-გვერდის შენახვაზე, რომელიც საერთოდ არ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებსა თუ მოთხოვნებს და არ არის „მობილფრენდლი". ამ მაუწყებელს განვითარებული არა აქვს საკუთარი საკორესპონდენტო ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით... დღემდე, სხვა კომერციული არხები (რამდენიმე გამონაკლისის შემთხვევაში) ასწრებენ მას მასალების მომზადებას, პირდაპირი ჩართვების ორგანიზებას თუ სტიქიური უბედურების ზონიდან Breaking News- ებს. აუცილებლად საჭიროა თანამედროვე ხედვის, ახალგაზრდა, სუფთა წარსულის, პროდუქტიული და თანამშრომლებზე ორიენტირებული, მყარი ფსიქიკის და ნებისყოფის გენერალური დირექტორი. თუ ასეთი კანდიდატი გამოჩნდა სიამოვნებით ვუგულშემატკივრებ! დროა ვაზელინობის ეპოქიდან გამოხვიდეთ ხალხო! სირცხვილია",- წერს სამხარაძე. 


 

 

 

big_banner
არქივი