logo_geo
ზურა შევარდნაძე: დღეს დავბრუნდი მთათუშეთიდან.. ძნელი სანახავია ცარიელი სოფლები, ჩარაზული კარებები და დარაბები
- +

16 ივლისი. 2020. 23:10

 

 

 

 

„გარდენიას“ დამფუძნებელი ზურა შევარდნაძე აღნიშნავს, რომ საქართველოს რეგიონები და სოფლები თითქმის უკაცრიელი გახდა.

 

დღეს დავბრუნდი მთათუშეთიდან..

სავსე ემოციებით, ცოტა დაღლილი და დადარდიანებული. ძნელი სანახავია ცარიელი სოფლები, ჩარაზული კარებები და დარაბები, აბალახებული და ჭინჭარმორეული ეზოები..

როგორც თუშებმა აგვიხსნეს მალე დღეობები დაიწყება და აჟრიამულდება ისევ სოფლები, ალვანიდან ამოსული ხალხით. ტურისტის სახსენებელიც არაა..

თუშეთი, ეს საოცარი მთები, ალალი ხალხი და სასწაული სოფლები ისეთ ჯადოს და ნუსხას გიკეთებს არ შეიძლება არ იყო სულით ხორცამდე მოცული, ამაყი, ბედნიერი და ამასთან ერთად სევდიანი, უსაშველოდ სევდიანი.

სანამ ემოციები დამილაგებია ერთის დაწერა დანამდვილებით შემიძლია, თუშეთი განძია, აუწონავი, გაუზომავი, შეუფასებელი საუნჯე ჩვენი ქვეყნის, თითოეული ჩვენგანის, რომელიც ასე მომეჩვენა სულს ღაფავს და შველას ითხოვს..- წერს შევარდნაძე.

 

 

 



 

 

 

big_banner
არქივი