logo_geo
ნინო ჯღარკავა: სააკაშვილის ხელისუფლებამ მოსპო და გაანადგურა პოლიციის სისტემა
- +

22 ივლისი. 2020. 00:39

 

 

ვიტყვი და შემომესევიან მერე სექტანტები, არადა სიმართლეა ეს.“- ნინო ჯღარკავა მიიჩნევს, რომ სამართალდამცველები „ვარდების რევოლუციამდე“ ბევრად პროფესიონალები იყვნენ, სისტემა ცუდისკენ კი მიხეილ სააკაშვილმა შეცვალა.

 

სააკაშვილის ხელისუფლებამ მოსპო და გაანადგურა პოლიციის სისტემა და რეჟიმად აქცია, ის რომ ,,გაი,, პატრულად იქცა ეს იყო დიდი წარმატებული პროექტი, მანამ სანამ პატრული  მოკლავდა ბუტა რობაქიძეს, მერე უკან უკან წავიდა მათი საქმეც!

 

ეძახეთ შევარდნაძის ჩამყაყებული დრო და იმ დროს პროფესიონალი პოლიციელებიც გვყავდა, უფრო კომპეტენტური იყო გამოძიება, იყო ცალკეული ცუდი შემთხვევებიც, გაუხსნელი დანაშაულებებიც, მაგრამ ესეც თითზე ჩამოსათვლელები. ერთხელ შინაგან საქმეთა სამინისტროს  6-სართულიდან დაკავებული გადახტა. საპირფარეშოში გაიყვანა პოლიციელმა, ხელბორკილი მოხსნა და გარეთ ელოდებოდა. ფანჯარა ჩაამტვრია და გადახტა მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილი, მაშინ ,,რუსთავი 2 ,,მა და ოპოზიციამ კივილი ატეხა, ასე ცვივა ყოველ დღე თარგამაძის შენობიდან ხალხიოო, ეს იყო მიზანმიმართული შავი პიარი და აგორებული კამპანია, რომელსაც ვერაფერი შეაჩერებდა ,რატომღაც მგონია ახლაც ასეთი მიზანმიმართული კამპანია მიდის პოლიციის დისკრიმინაციისთვის!

 

დეაჟავიუ მაქვს.“- წერს ჯღარკავა.

 

 

big_banner
არქივი