logo_geo
პედიატრის რჩევა მშობლებს, ბავშვების სკოლაში დაბრუნების შესახებ
- +

25 ივლისი. 2020. 02:48

 

 

მას შემდეგ, რაც ახალი კორონავირუსის პანდემია მთელს მსოფლიოს მოედო, ხელისუფლებებმა უსაფრთხოების აუცილებელი ზომები მიიღეს, რაც ჩაკეტილ სივრცეში არსებული საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, მათ შორის სკოლების, დროებითი დახურვით გამოიხატა. ამერიკელი პედიატრი, რომელმაც სოციალური ქსელის მეშვეობით მოქალაქეებს მიმართა, საუბრობს ბავშვების სკოლაში დაბრუნების პერსპექტივაზე და მათი მშობლების მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაზე.

 

„კითხვა, რომელსაც მე და ჩემს თანამშრომლებს ბოლო 2 კვირის განმავლობაში ყველაზე ხშირად გვისვამენ  სკოლას ეხება. ადამიანები ინტერესდებიან, გაგზავნონ თუ არა თავიანთი შვილები სასწავლო დაწესებულებაში. შესაძლოა ზოგიერთ თქვენგანს ჰყავს ასთმის ან სხვა სამედიცინო სირთულის მატარებელი ბავშვი, მაშინ როდესაც თქვენ სრულ განაკვეთზე მუშაობთ. შეიძლება სახლში იმყოფებით და სახლიდან სწავლის პერსპექტივებზე ფიქრობთ. გადაწყვეტილება, რომელსაც სკოლასთან დაკავშირებით იღებთ, მართებულია. აქ მცდარი გადაწყვეტილება უბრალოდ არ არსებობს.

 

 მართალია, სრულყოფილი გამოსავალი რთულად მოსაძებნია და გარკვეულ რისკებს შეიცავს, მაგრამ თქვენ ზუსტად აღიქვამთ საკუთარ მდგომარეობას და პრობლემის გადასაჭრელად თქვენი მოქმედება მეტ – ნაკლებად ოპტიმალურია. მესმის, რომ ასეთი რჩევა ძალიან უხერხულად გამოიყურება, მაგრამ ეს სიმართლეა. ზოგჯერ დგება მომენტი, როცა ხვდები, რომ კონკრეტული მოქმედება სამომავლო მდგომარეობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს, მაგრამ სწორედ ამის გამო შიში გვიპყრობს და გადაწყვეტილების მიღებას ვერიდებით. მე კი აქ იმისთვის ვარ, რომ გითხრათ, თუ ასეთი მომენტის დადგომას გრძნობთ, მოქმედებისგან თავი არასდროს შეიკავოთ.

 

ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს, თუ რას გვიმზადებს მომავალი. დაასრულეთ ცხოვრება შიშში და დარდში იმის შესახებ, რომ რაღაცას არასწორად გააკეთებთ. ეს თქვენსა და თქვენი შვილების ინტერესებს არ ემსახურება.” – განაცხადა პედიატრმა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი