„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მიერ ფურცლის ნაგლეჯზე დატოვებული წერილის ფოტოს აქვეყნებს.
მძინარაშვილი გარდაცვლილის ბოლო სიტყვების გამო წუხილს გამოთქვამს.
„არც - "მიყვარხართ!"
არც - "მშვიდობით!"
არც - "მაპატიეთ!"
მხოლოდ - "ანაბარზე თანხაა გამოიყენეთ".
რა ვიფიქრო?!
რა ვთქვა?!“- წერს მძინარაშვილი.
შს სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანიდან ამოღებული ნივთმტკიცებულებები გაავრცელა. ერთ- ერთი არის ბოლო წერილი, სადაც ბაჩალიაშვილი წერს: „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“.